Friday, April 15, 2011

მანუელ კასტელასი და მისი ხედვა ტექნოლოგიურ რევოლუციის საზოგადოებრივ გავლენებზე

1996-1998 წლებში მანუელ კასტელსმა გამოაქვეყნა სამტომეული გამოკვლევა The Information Age,  რომელმაც უზარმაზარი გავლენა იქონია თანამედროვე სოციალურ მეცნიერებებზე. The Information Age,  ეს Magium Opus, ოცწლიანი შრომის შედეგი, მაშინ იქნა დასრულებული, როდესაც ავტორის ჯანმრთელობას სიმსივნური (კიბო) ავადმყოფობა ემუქრებოდა. წიგნის გამოსვლის შემდეგ კასტელსი აღიარეს ყველაზე ძლიერ მეცნიერად ყველა ცოცხალ მეცნიერთა შორის, რომლებიც თანამედროვე საზოგადოების პრობლემებს იკვლევენ. იგი თავის თვალსაზრისს ავრცელებდა ტელევიზიით, მის შესახებ წერდნენ ისეთი გაზეთები, როგორებიცაა Wall Street Journal, New Sstatesmant და Gardian-ი. კასტელსის ტრილოგია, რომელიც 1200 გვერდზე მეტს მოიცავს, წარმოადგენს დღეს ჩვენს თნამედროვე საზოგადოებაში ინფორმაციის როლის ენციკლოპედიურ ანალიზს. ეს ნაშრომები, თანამედროვე ცივილიზაციის ხასიათის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და მნიშვნელოვანი აღწერაა დენიელ ბელის The Coming of Post-Industrial Society გამოსვლის შემდეგ, რომელსაც კასტელსი აღემატება როგორც გაქანებით ისე თავისი გამოკვლევის მასშტაბებით. The Information Age -ს გამოსვლის შემდეგ ზოგიერთმა მიმომხი-ლველმა კასტელსი კარლ მარქსის, მაქს ვებერისა და ემილ დიურკემის გვერდზე დააყენა. მეც ვიზიარებ ამ შეხედულებას, რამდენადაც დარწმუნებული ვარ, რომ კასტელსის შრომა_თანამედროვე მსოფლიოს განვითარების ძირითადი მახასიათებლებისა და დინამიკის ყველაზე ნათელი აღწერაა, რომელიც შესრულებულია და სავსეა ცოდნით, წარმოსახვითა და ინტელექტუალური სიმკაცრით. ნებისმიერმა, ვინც ისწრაფვის ინფორმაციის როლისა და თავისებურებების შესწავლას – რაც სოციალური ცხოვრების ძირითადი მამოძრავებელი ძალების გაგების მცდელობას გულისხმობს,– აგრეთვე იმისა, თუ როგორი წესითაა ინფორმაცია ჩართული ცვლილებებში და ამ ცვლილებების დაჩქარებაში, შეუძლებელია არ მიმართოს მანუელ კასტელსის შრომებს.

კასტელსი დაიბადა ბარსელონაში 1942 წელს; 20 წლის ასკში რადიკალურად განწყობილი სტუდენტი გაექცა ფრანკისტულ რეჟიმს. პარიზში მან დაასრულა განათლება, ასწავლიდა პარიზის უნივერსიტეტის შფოთიან ნანტერის კორპუსში, სადაც 1968 evenemets (ხდომილებებში) მონაწილეობდა, 1972 წელს გამოაქვეყნა ნოვატორული და მნიშვნელოვანი სტატია the Urb-an Question: A Marxist Approach, რომელიც დაწერილი იყო იმ პერიოდში პოპულარული ლუი ალთუსერის (1918-1990) სტრუქტურალისტური მარქსიზმის გავლენით. განსაკუთრებული ტალანტის მქონე მეცნიერი 1979 წელს გადადის-მიემგზავრება კალიფორნიაში, სადაც ბერკლის უნივერსიტეტში ქალაქური და რეგიონალური დაგეგმვისა და სოციოლოგიის პროფესორი ხდება. აქედან მოყოლებული იგი სანფრანცისკოში ცხოვრობს, მაგრამ კასტელსი დაუღალავი მოგზაურია: რუსეთიდან სინგაპურამდე, ტაივანიდან ჩილემდე არსებულ უნივერსიტეტებში.
მანუელ კასტელსის, როგორც ურბანიზაციის მკვლევარის რეპუტაცია ძალიან დიდი ხანია ჩამოყალიბდა (რაზეც ბერკლის უნივერსიტეტში მინიჭებული პროფესორის წოდებაც მეტყველებს). მისმა შრომამ The Urban Question მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ქალაქურ დაგეგმარებაზე, შემდეგ მან რამდენიმე შრომა დაწერა კიდევ ამ თემაზე, ხოლო კულ-მინაციად კი 1989 წლის გამოქვეყნებული შრომა the Informational City (1989) იქცა. იგი მუდამ ინტერესდებოდა ურბანიზაციის პრობლემებით და დღემდე მისი შრომები ხელს უწყობს ისეთი პრობლემების გაგებას, როგორებიცაა განახლებანი და დაშორიშორებანი ქალაქების შიგნით.
The Information Age  მისი ადრეული შრომების სინთეზად და განვითარებად იქცა, მასში ის აჩვენებს, რომ თანამედროვე ცივილიზაცია ნამდვილად უნივერსალურ ხასიათს ატარებს. ამავე დროს წიგნი ასახავს “ახალგაზრდა მარქსისგან“ იმისაკენ განვითარების პროცესს, რასაც შეიძლება პოსტმარქსისტული სოციალური მეცნიერება ეწოდოს. ეს არ ნიშ-ნავს, რომ კალტელსმა რადიკალიზმთან კავშირი გაწყვიტა. იგი აქტიური სოციალ_დემოკრატია და ძლიერ დაინტერესებულია პოლიტიკით და მართლაც სინამდვილეში, ეს  ანგაჟირებულობა აქ  ამოძრავებს და კვებავს მის ინტელექტუალურ შრომას, ამაში ის ნაწილობრივ ჩარლზ რაიტ მილსის, რალფ  დარენდორფის და დენიელ ბელის ემსგავსება და მაინც კასტელსი პოსტმარქსისტია, რამდენადაც The Information Age  -ში იგი ავითარებს ჯერ კიდევ უფრო ადრეულ შრომაში The City and The Grassroots (1983) დაწყებულ მარქსიზმის კრიტიკას. მისი პოსტმარქსიზმი განსაკუთრებულად გამოიხატება: მაგალითად იმისი რწმენაში, რომ რადიკალური პოლიტიკური ცვლილებები არ შეიძლება ინიცირებული იქნას მუშთა კლასის მიერ (პროლეტარიატმა როგორც ცვლილებათა მთავარმა ძრავამ ახლა თავისი მნიშვნელობა დაკარგა). მის სკეპტიციზმში, უფრო მეტიც კომუნიზმისადმი როგორც საბოლოო მიზნისადმი მტრულ დამოკიდებულებაში. კასტელსი წერს, რომ “ყველა უტოპიას მივყავართ ტერორთან, თუ სერიოზულად უდგებიან და იწყებენ მის ცხოვრებაში  გატარებას. მის დარწმუნებულობაში, რომ ისეთი პოლიტიკური პრობლემები, როგორებიცაა ცხოველების უფლებები და ფემინიზმი, რომლებიც დღეს სერიოზულ როლს თამაშობენ, ვერ აიხსნება კლასობრივი ტერმინოლოგიით, და ინტელექტუალთა პოლიტიკური რჩევების წინააღმდეგ მის ღვარძლიან წინასწარვე  ცუდი აზრების გამოხატვაში (კასტელსი 1998,გვ. 359)
თუმცა კასტელსმა, ამგვარად უკან მოიტოვა მარქსიზმი, მაგრამ მარქსიზმი მაინც აისახა აზროვნების მისეულ წესზე. როგორც მოგვიანებით ვნახავთ, ეს ნათლად გამომდინარეობს არა მხოლოდ იმ ფაქტისაგან, რომ იგი ხშირად მიმართავს მარქსისტულ ცნებებს (მაგალითად “წარმოების წესი”) და განსაკუთრებულად უსვამს ხაზს კაპიტალიზმის როლს. მარქსიზმის  გავლენა შეიძლება იმაშიც კი დავინახოთ თუ როგორ ალაგებს იგი თავის სამტომეულის The Information Age -ს. პირველ ტომში განიხილება სოციალური სტრუქტურები_ტექნოლოგია, ეკონომიკა, შრომითი პროდუქტები,_რომლებიც “ინფორმაციულ ეპოქას” ახასიათებს და მიე-კუთვნება. მეორე ტომის მთავარი  თემა “ქსელური საზოგადოების” სოციოლოგია გახდა, და განსაკუთრებით ის სულიერი მოძრაობები, რომლებიც წარმოიშვნენ როგორც ამ ფუნდამენტალურ ცვლილებებზე პასუხები, ხოლო შემდეგ უპირატესობები ახალი სიტუაციიდან მოიპოვეს. მესამე ტომი ეძღვნება  პოლიტიკას, მთავარი თემა ხდება სოციალური ჩართულობა და გარიცხვა, განიხილება მთელი რიგი საკითხებისა: ყოფილი საბჭოთა კავშირისაგან ევროპის მომავლამდე, წყნარი ოკეანის აუზიდან გლობალური დანაშაულებრივი ქსელების მნიშვნელობამდე. პრიორიტეტების ამგვარი განლაგება მარქსისტულ მეთოდოლოგიას გვაგონებს _ სტრუქტურული მახასიათებლიდან სოციალურ სფეროზე და აქედან ბოლოს პოლიტიკაზე გადასვლა. ეს განსაზღვრავს წიგნ “ინფორმაციული ეპოქის” აგებულებას, და აძლევს კასტელსს როგორც ამას მოგვიანებით დავინახეთ, ცვლილებების გამომწვევი ყველაზე არსებითი მიზნების გაგებას. Pპრიორიტეტები ეკონომიკისა და ტექნოლოგიის საკითხებს ეძლევა, და მხოლოდ შემდეგ მოდის საზოგადოებრივი ცნობებისა და პოლიტიკის პრობლემები და რაც კიდევ არანაკლებ მნიშვნელოვანია, მარქსიზმის კვალი ცხადია კარგად ვლინდება სამყაროს მთლიანობის გაგებაში. იგი ფიქრობს, რომ მსოფლიოს ფუნქციონირების, აგრეთვე სოციალური, ეკონომიკური და ნიშნების ადეკვატური ახსნა შეიძლება მხოლოდ მაშინ თუ შევისწავლით ურთიერთდაკავშირებულ ელემენტებს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კასტელსი გვაძლევს იმის ფუნქციონალურ ახსნას თუ როგორ მუშაობს თითოეული ელემენტი, უნივერსალურ სქემებში. პირიქით, იგი აქცენტს განსხვავებული ნაწილების ურთიერთკავშირზე აკეთებს, თუმცა ისინი ზოგჯერ დაპირისპირებულ დამოკიდებულებაშიც კი არიან ერთმანეთთან, მაგრამ ეს შეხლა_შემოხლა ცვლილებებს ძლიერ ბიძგს აძლევს. ასევე აღსანიშნავია, რომ კასტელსი ერთმანეთთან აკავშირებს, მაგალითად, ფემინიზმს გლობალიზაციის პროცესებთან, აგრეთვე ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ ინოვაციებთან, ასევე როგორც ცვლილებებს ოჯახის ფორმებში და გადაადგილებებს სტრატიფიკაციულ სისტემებში. რასაკვირველია, ტოტალური მოცვის იდეა არ არის განსაკუთრებით მარქსიზმის საკუთრება, თუმცა არის მარქსისტული ტრადიციის მნიშვნელოვანი შემადგენელი, რომელმაც ძლიერი გავლენა მოახდინა კასტელსზე. Eეს ტრადიცია  გამოვიდა მოდიდან ჩვენს “პოსტმოდერნისტული” ეპოქის დღეებში, როდესაც “დიდ ნარატივს” უნდობლად ექცევიან და მთელი აღმაფრენა მიმართულია კერძო თავისებურებებსა და განსხვავებებზე. ამოდის რა მარქსისტული ხედვისგან (მიდგომისაგან). კასტელსი უპირისპირდება ტოტალური ახსნისადმი დღევანდელ ორთოდოქსალურ უნდობლობას.
ქვემოთ ჩვენ გადმოგცემთ კასტელსის შეხედულებების ძირითად დებულებებს, რომლებიც განსაკუთრებით ნათლად The Information Age –შია გადმოცემული. არის რაღაცა არა კორექტული მისი შრომის ასე მოკლედ წარმოდგენაში, რამდენადაც იგი გარდაუვალად დადის საკმაოდ აბსტრაქტული და თეორიული განაზრებების კრებულზე (გროვაზე). ამგვარ მიმოხილვაში შეუძლებელია იმის ჩვენება თუ რა არის მთავარი კასტელსისთვის, იგი ემპირიკოსი სოციოლოგია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი უბრალოდ აფიქსირებს სიტუაციას, აგროვებს მონაცემებს და მათ აღწერებს. კასტელსი არა მხოლოდ იცნობს სხვადასხვა თეორიებს, მან ღრმად იცის ისინი, მაგრამ პრიორიტეტული მისთვის მაინც ემპირიული გამოცდილება რჩება. მისთვის ამოსავალია არა თეორია, რომელსაც ფაქტების მიუხედავად შემდეგ მკაცრად დაცვა და შენარჩუნება სჭირდება. (ამაშიც სჩანს კასტელსის პოსტმარქსისტული ორიენტაცია). Nნამდვილად მანუელ კასტელსი (kastells, 2000) გვთავაზობს ,,გამოყენებისათვის სასარგებლო” თეორიას, რომელიც პოსტსტრუქტურული რეალიზმის აბსტრაქტული თეორეტიზირების მეტისმეტ გატაცებაზე პასუხია. თავისი შრომა კასტელსმა შექმნა მრავალი ემპირიული მასალის გამოყენების საფუძველზე, რომლებიც მან მთელს მსოფლიოში მოიძია (როგორც უკვე აღინიშნა, იგი მრავალს მოგზაურობს, აგრეთვე იყენებს თავისი ასპირანტებიდან მიღებულ ინფორმაციებს, რომლებსაც ის წარმართავს რაც შეიძლება მეტი ლოკალობებისა და მეწარმეობის სხვადასხვა გვარეობების შესწავლაზე). ამ მონაცემებს ის ბრიწყინვალედ აანალიზებს, მნიშვნელობა არა აქვს საქმე “ველურ კაპიტალიზმს”ეხება 1989 წლის შემდგომ რუსეთში, თუ შიდა ქალაქურ გეტოებს ჩრდილო ამერიკაში, თუ ევროკავშირის პოლიტიკის სირთულეებს, და მუდამ მას სწყურია გაიგოს და გაიაზროს არსებული ტენდენციები და ხდომილებები.
უწყვეტობა თუ ცვლილებები ?
კასტელსის მთავარი არგუმენტი ისაა, რომ “ინფორმაციული ეპოქა” “ახალი საზოგადოების” წარმოქმნას მოასწავებს, (kastells, 2000,გვ.693), რომლიც ქსელთა გაშლისა და გაფართოების წყალობით წარმოიშობა (ქსელები კი უზრუნველყოფილია ინფორმაციულ-კომუნიკაციური ტექნოლოგიებით) და რომელშიც პრიორიტეტული მნიშვნელობა ინფორმაციულ ნაკადებს აქვს. მის შესახებ შემდეგშიც იქნება აღნიშნული, მაგრამ ახლა მსურს აღვნიშნო, რომ კასტელსი პირდაპირ არასდროს ლაპარაკობს ინფორმაციული საზოგადოების წარმოშობის შესახებ. მისი აზრით, ყველა საზოგადოება იყენებდა ინფორმაციას, და შესაბამისად ტერმინი “ინფორმაციული საზოგადოება’’ არ ფლობს დიდ ანალიტიკურ ღირებულებას დამდეგი ერის  თავისებურებების განმსაზღვრებისათვის. (kastells 2000დ,ც.21) ჩვენი დროის აღწერისას, კასტელსი უპირატესობას ტერმინ “ინფორმაციულ კაპიტალიზმს’’ ანიჭებს. აქ მნიშვნელოვანია განსაზღვრებაც და არსებითი სახელიც. ერთის მხრივ, ზედსართავი სახელი მას აძლევს შესაძლებლობას ყურადღება მიაპყროს ინფორმაციის გაშლა_ გაფართოებას, რომელიც სავსებით ახალი დამოკიდებულებების სიმბოლიზირებას ახდენს. კასტელსისთვის საკვანძო მნიშვნელობის ტერმინი “ინფორმაციონალიზმი” ნიშნავს “ცოდნის ცოდნაზე ზემოქმედებას როგორც ნაყოფიერების (მწარმოებლურობის) ძირითად წყაროს” (კასტელსი, 1996, გვ.17), ,,ახალ ეკონომიკაზე,, გადასვლას, აგრეთვე ,,ახალ საზოგადოებაზე,, გადასვლას. Mმეორეს მხრივ, ტერმინი ,,კაპიტალიზმი,, კასტელს აძლევს იმის დანახვის შესაძლებლობას, რომ კვლავაც პრევალირებს ეკონომიკური ურთიერთობების ჩვეული ფორმები (მოგებისადმი სწრაფვა, კერძო საკუთრება, საბაზრო ეკონომიკის პრინციპები და ა.შ.). იგი აღნიშნავს, რომ ,,ინფორმაციონალური კაპიტალიზმი,, _ ეს კაპიტალიზმის განსაკუთრებით უმოწყალო_ულმობელი, მტაცებლური ფორმაა, რამდენადაც იგი თავის თავში აერთიანებს არნახულ მოქნილობას გლობალურ არსებობასთან (რაც წინამორბედ კაპიტალისტურ ეპოქებში არ შეიმჩნეოდა) ქსელური კავშირების წყალობით.
ამ მიმოხილვის ძირითადი მიზანია ერთმანეთისაგან განვასხვავოთ მეცნიერები, რომლებიც აქცენტს სისტემურ ცვლილებებზე აკეთებენ და შესაბამისად ინფორმაციული საზოგადოების კონცეფციას მიმართავენ, მეცნიერთაგან, რომლებსაც სჯერათ, რომ თანამედროვეობის, გნებავთ დღევანდელობის ყველაზე არსებითი მახასიათებელი ნიშანი მემკვიდრეობითობასა და უწყვეტობაშია. და ვის აძლევს ხელს დასვას საკითხი: რომელ ბანაკს მიეკუთვნება კასტელსი. იგი ხაზს უსვამს ცვლილებათა სიღრმეს (ტყუილუბრალოდ ხომ არ ეწოდება მის წიგნს ,,ინფორმაციული ეპოქა: ეკონომიკა, საზოგადოება და კულტურა,,) და ამავდროულად აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ კაპიტალიზმი კვლავაც აგრძელებს თავის არსებობას და რომ იგი უფრო საშიში გახდა, უფრო ძლიერ განმტკიცდა, ვიდრე როდესმე. როგორც ჩანს კასტელსს სურს ორივე ბანაკში ითამაშოს, ამტკიცებს რა, რომ კაპიტალისტური განვითარების და 1970-იან წლებში იკტ-ს გაჩენის შერწყმამ ინფორმაციული კაპიტალიზმის წარმოშობასთან მიგვიყვანა. კასტელსი აღიარებს, რომ ჩვენს დროში კაპიტალიზმი წამყვან როლს თამაშობს (ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადრინდელი ურთიერთობები გრძელდება და ფართოვდება კიდეც) და ამავე დროს ამტკიცებს, რომ ფუნდამენტური ცვლილებები ხდება ,,ქსელური საზოგადოების,, დადგომა-წარმოქმნის გამო და რომ ეს ქსელები მომავალი სოციალური ორგანიზმის აუცილებელ წანამძღვრებს წარმოადგენენ. გადაუჭრელი წინააღმდეგობა, რომელიც არსებობს იმის აღიარებასა, რომ ჩვენი ეპოქის ყველაზე  მთავარი დამახასიათებელი ნიშანი კაპიტალიზმია (მემკვიდრეობითობა და უწყვეტობა) და იმის მტკიცებას შორის, რომ ინფორმაციონალიზმს აქვს პირველხარისხოვანი მნიშვნელობა (ცვლილებები), გასდევს მანუელ კასტელსის მთელ წიგნს, რასაც ჩვენ კვლავ დავუბრუნდებით.
ქსელური საზოგადოება
კასტელსი ასაბუთებს, რომ ჩვენ განვიცდით ,,ინფორმაციულ ეპოქაში გადასვლას, რომლის მთავარი ნიშანი ხდება ქსელი, რომელიც თავის მხრივ ერთმანეთს შორის აკავშირებს ადამიანებს, ინსტიტუციებს და სახელმწიფოს. ეს მრავალ შედეგს იწვევს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი _ მზარდ გლობალურ საქმიანობასა და გამწვავებულ სოციალურ დაყოფას შორის განხეთქილების შესაძლო გაღრმავებაა. კასტელს საკითხის ორივე მხარე აინტერესებს, მას სურს იკვლიოს ის წესები, რომლებითაც გლობალიზაცია ადამიანთა ინტეგრაციას აძლიერებს და სხვა პროცესებიც, მასთან დაკავშირებული ფრაგმენტაციაც და დეზინტეგრაციაც. ეს ტრილოგიის ძირითადი საკითხი გახდა.
კასტელსის მიხედვით, ინფორმაციული ეპოქის დაწყება 1970-იან წლებში ხდება. იგი ემთხვევა კაპიტალისტური კრიზისის პერიოდს, რომელმაც გვამცნო იმის დასასრული, რაც ომისშემდგომ მოწყობად იყო მიღებული (სრული დასაქმება, მზარდი ცხოვრებისეული სტანდარტები, სოციალური უზრუნველყოფის სახელმწიფო სისტემები და ა.შ.) კრიზისმა კაპიტალისტური მეწარმეობის რესტრუქტურიზაცია დააჩქარა, რეცესიებითა და მზარდი კონკურენციით შებოჭილი კორპორაციები მოგების ახალ წყაროებს ეძებდნენ. მოხდა ისე, რომ ეს რესტრუქტურიზაცია, კასტელსის ტერმინოლოგიით, განვითარების ინფორმაციული წესის წარმოშობას  დაემთხვა, მოვლენას, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ინფორმაციის ზრდასთან და კომუნიკაციურ ტექნოლოგიებთან.
ეს ერთდროული განვითარება ჩვენთვის კარგად არის ცნობილი, იმიტომ, რომ კაპიტალიზმის რესტრუქტურიზაცია თავის ძირითად ნიშნებში ახალი ტექნოლოგიებისა და იკტ-ს ათვისების საკითხი იყო, რომელიც კომერციული აქტივობის ახალი წესების ძიებაში განხორციელდა. 1970-იანი წლებიდან დაწყებული კაპიტალიზმის ახალი ფორმა, რომელსაც კასტელსი ინფორმაციულ კაპიტალიზმს უწოდებს, იყენებს ინფორმაციულ ქსელებს საქმეების წარმოებისათვის როგორც უშუალოდ წარმოებაში (ახალი შრომითი ხერხების მიმართ), ისე მარკეტინგისათვის მთელს მსოფლიოში. ყველაფერი ეს ამასთანავე მჭიდროდაა დაკავშირებული გლობალიზაციის ხანგრძლივ, მუდმივად მიმდინარე და დაჩქარებულ პროცესებთან, თანაც ისეთი ხარისხით, რომ ამ ქსელურ საზოგადოებაში კაპიტალისტური საქმიანი აქტივობა მიმდინარეობს რეალურ დროში სივრცული შეზღუდვების გარეშე, რაც წარმოუდგენელია განვითარებული იკტ-ს გარეშე.
მრავალი ავტორისათვის გლობალური ინფორმაციული ქსელების გავრცელება ნაციონალური სახელმწიფოების დაცემას მოასწავებს, რამდენადაც საზღვრები ვერ უქმნიან დაბრკოლებებს ინფორმაციის ელექტრონულ ნაკადებს და შესაბამისად მარკეტინგი, წარმოება და გავრცელება სულ უფრო მსოფლიო მასშტაბებში ხდება, რაც შლის საზღვრებს ქვეყნებს შორის. კასტელსს ეს მშვენივრად ესმის, მაგრამ მას არ მიაჩნია, რომ ქსელები ნაციონალური სახელმწიფოების სიკვდილს აღნიშნავს. მნიშვნელოვანი ხარისხით ისინი შეიძლება დასუსტდნენ, და რასაკვირველია მსოფლიო ბაზარზე უნდა გავიდნენ, მაგრამ, როგორც ასაბუთებს კასტელსი, მათი როლი მაინც მნიშვნელოვანი რჩება. Dდა ძირითადად იმიტომ, რომ მიუხედავად გლობალიზაციისადმი ტენდენციებისა, არსებობს ამასთან დაკავშირებული გლობალიზაციის ყველა მონაწილის მაქსიმალური ადაპტაციურობის (შეგუების) მოთხოვნილებაც. საბაზრო სიტუაციების მკვეთრი და ხშირი ცვლილებები და მათი გამოყენების შესაძლებლობები ჩვეულებრივი გახდა მსოფლიოსთვის, რომელშიც ,,ახალი ეკონომიკა ხასიათდება... შემოქმედებითი ქაოსით.” ( კასტელსი, 1996, გვ. 147). და გარემოებების შესატყვისად ნაციონალური მთავრობები პასუხისმგებელნი ხდებიან ახლადგამოვლენილი შესაძლებლობების გამოყენებისათვის (და მისი გამოუყენებლობისათვისაც). Aამგვარად, ნაციონალური სახელმწიფო თავის მნიშვნელობას მაშინაც კი ინარჩუნებს, როდესაც მას მოქმედება ინფორმაციული ნაკადების გლობალურ გრიგალში უხდება.
კასტელსი ზოგად მიმოხილვას აკეთებს და გლობალურად ინტეგრირებულ მსოფლიოში მოგებულებსა და წაგებულებს აფასებს, ხაზს უსვამს განსხვავებულ რეზულტატებს და შედეგებს ლათინური ამერიკის, ყოფილი საბჭოთა კავშირისა და ახალი სამხრეთ აფრიკის ქვეყნებში. მისთვის განსხვავებები, ცვალებად მსოფლიო არენაზე, სადაც “სამხრეთისა” და "ჩრდილოეთის” პირობითი ტერმინები ნათელს კი არ ხდიან, არამედ უფრო აბნელებენ საკითხს, მნიშვნელოვანია, რამდენადაც აჩვენებენ, თუ როგორ ძალუძთ სხვადასხვა სახელმწიფოებრივ სტრადეგიებს მიგიყვანონ განსხვავებულ შედეგებთან თანამედროვე მსოფლიოში. ეფექტური მთავრობები იაპონიისა და სინგაპურის კურსს მიყვებიან, “მტაცებლური სახელმწიფოები” კი, ისეთები როგორებიცაა უგანდა, ზაირი და ზოგიერთი სხვა აფრიკული ქვეყნები, გლობალურ ქსელურ საზოგადოებასთან მიმართებაში მარგინალურნი ხდებიან და თავიანთ გასაჭირს და უსახსროებას” მათხოვრობის პოლიტეკონომიით’’ ავსებენ (კასტელსი, 1998, გვ.114).
ხატავს რა მჭიდროდ ნაქსოვი ხალიჩის მსგავს მსოფლიოს სურათს, კასტელსი ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე გვაგებინებს, თუ როგორი მიმართულებით ვითარდება ქსელური საზოგადოება. შრომის უახლესი საერთაშორისო დანაწილება შეიძლება განსხვავებული იყოს,მაგრამ მისი ზოგადი და საერთო მიმართულება ცხადია და ოთხი ვარიანტი აქვს, სახელდობრ:
_უმაღლესი ღირებულების (ფასის) მწარმოებლები (დაფუძნებული ინფორმაციულ შრომაზე).
_დიდი მოცულობების მწარმოებლები (დაფუძნებული შრომის არცთუ მაღალ ღირებულებაზე).
_ნედლეულის მწარმოებლები (რომლებსაც საფუძვლად ბუნებრივი რესურსები აქვს).
_ჭარბი მწარმოებლები (რომლებიც თითქმის გაუფასურებულ _უფასო შრომით სარგებლობენ).

ქსელური მეწარმეობა

ჩვენ შევედით ქსელური საზოგადოების ახალ ეპოქაში, რომელიც კაპიტალიზმის და “ინფორმაციული რევოლუციის” შეზრდის შედეგად წარმოიშვა. კასტელსი ფიქრობს, რომ საკითხი აქ მხოლოდ გლობალიზაციაში არაა, თუმცა, რასაკვირველია, ისიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს. შეიცვალა გლობალურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული ორგანიზაციული ფორმებიც, რომლებიც ქსელურ გავრცელებას ეყრდობიან, რამაც დებიუროკრატიზაციასთან მიგვიყანა. იგულისხმება, რომ გიგანტურ ტრანსნაციონალურ კორპორაციებშიც კი ბიუროკრატია ადგილს უთმობს “სიმშვიდის რეალურ დარღვევებს”, ინფორმაციულ მუშაკებს, რომლებიც ოპერირებენ ქსელებში, გარიგებებს სდებენ მთელ მსოფლიოში, მუშაობენ რაღაც პროექტზე და პოულობენ საბაზრო ნიშებს და რომლებიც უფრო მეტად თავიანთ მსგავს მუშაკებთან არიან დაკავშირებულნი, ვიდრე იმ კომპანიასთან, სადაც ისინი დროებით საფუძველზე მუშაობენ.
აქ კასტელსი თითქოსდა გვერდს უვლის მეტად თუ ნაკლებად ორთოდოქსალურ შეხედულებებს, და ბიზნესის სკოლებში ფრიად მოდურ იდეებს მიმართავს. მარქსისტი მკვლევარებისათვის ინფორმაციული ქსელების გავრცელება  მსოფლიო ეკონომიკაში ტრანსნაციონალური კორპორაციების გაძლიერების ზოგადი ტენდენციის მაჩვენებელია. პიტერ დიკენი (დიკენი, 1992), რიჩარდ ბარნეტი და რონალდ მიულერი (ბარნეთ და მიულერი, 1994). და აგრეთვე ჰერბერტ შილერი (Dan Schiller, 1984) _ ამ ფართოდ გავრცელებული აზრის წარმომადგენელებია, რომლის თანახმადაც ტრანსნაციონალური კორპორაციების მკვეთრი და როგორც ჩანს, შეუქცევადი ზრდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მჭიდროდ უკავშირდება ინფორმაციული ქსელების გავრცელებას, რომლებიც შეიქმნა კიდეც ამ დიდი კორპორაციული კლიენტების დაკვეთით (Dan Schiller,1982). ხშირად ადარებენ ერთმანეთს სახელმწიფოებისა და ტრანსნაციონალური კორპორაციების სიმდიდრეს,აღმოჩნდა,რომ იმ ასი ერთეულიდან,რომლებიც ყველაზე მაღალ შემსალებს იღებენ,ნახევარი ტრანსნაციონალურ კორპორაციებზე მოდის, ან მოყავთ მონაცემები იმის შესახებ, სატელეკომუნიკაციო კომპანიები ყველაზე დიდ შემოსავლებს კორპორაციული, როგორც შიდა სახელმწიფოებრივი, ისე საერთაშორისო დამკვეთებისაგან იღებენ, ანდა იმ ფაქტით ოპერირებენ, რომ მსოფლიოს სასოფლო სამეურნეო და სამრეწველო წარმოების 20%-ი დაახლოებით 600 გიგანტურ კორპორაციაზე მოდის, და ამან თითქოსდა უნდა დაამტკიცოს ზემოთმოყვანილი არგუმენტი.
მაგრამ კასტელსი, მტკიცებისას, რომ ინტეგრაცია სრულ გადატრიალებას ნიშნავს ყველაფერში, მაინც არ მიმართავს ამ საბუთებიდან არცერთს. რასაკვირველია, იგი აღნიშნავს ტრანსნაციონალური კორპორაციების არსებობას ქსელურ საზოგადოებაში, მაგრამ მიიჩნევს, რომ იგი ემუქრება ამ გიგანტებს ისევე, როგორც ყველა დანარჩენსაც და თუ ისინი არ შეიცვლებიან, მაშინ დაიღუპებიან, სხვაგვარად, რომ ვთქვათ მათი დაღუპვის რისკი ძალიან დიდია. მაშასადამე, ამტკიცებს კასტელსი, ტრანსნაციონალური კორპორაციები იმდენად დეზინტეგრირებულნი უნდა იქნენ ვერტიკალურად, რომ შეიძლონ “ჰორიზონტალურ კორპორაციებად ტრანსფორმირება.” რამდენადაც ქსელურ საზოგადოებაში, ამბობს ის, ყველაფე¬რი გლობალური ბაზრის მოთხოვნებზე პასუხის სიჩქარესა და ადაპტაციურობაზე არის დამოკიდებული, მაშასადამე. ქსელი მასში ყველაფერზე მნიშვნელოვანი ყოფილა. თუმცა ფორმალურად აგებულ კორპორაციას შეუძლია მიაწოდოს ბაზარს პროდუქცია და მომსახურეობა მისაღებ ფასსა და ზუსტ ვადებში, ეს მაინც ნიშნავს, რომ კომპანიების შიგნით და გარეთ ქსელები მუდმივად იქნებიან და გარდაიქმნებიან. ე.ი. ჩვენ “კორპორაციების ქსელებად გარდაქმნის” მოწმენი ვხვდებით, რომლებშიც სტრატეგიული კავშირები იკვრება და იშლება კონკრეტული გარემოებებისა და მონაწილეების შესაბამისად, ხოლო წარმატების რეცეპტს კი წარმოადგენს ის, რასაც თოყოტა_ს მენეჯმენტი ხუთი ნულის პრინციპებს უწოდებს. (დეფექტების ნული ტექნიკური შეცდომების ნული, დაგვიანებების _ გადავადებების ნული, ქაღალდებით მუშაობის ნული და მატერიალურ_სამრეწველო მარაგების ნული).
თუ ტრანსნაციონალური კომპანიები აგრძელებენ არსებობას, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ძირფესვიანად შეიცვალნენ და ტრანსფორმაცია განიცადეს. წარსულს ჩაბარდნენ გლობალური იმპერიები, რომელთა მოქმედებებიც მეტროპოლიის ერთი ცენტრიდან იგეგმებოდა და წარიმართებოდა. ინფორმაციულ ეკონომიკაში “დიდ კორპორაციას. . . უკვე აღარ შეუძლია და მეტად ვერც ვერასდროს შეძლებს ჩაკეტილი და თვითკმარი დარჩეს.” ახლა მან უფლებამოსილება ქსელურ ორგანიზაციულ ერთეულებს უნდა დაუთმოს “რომლებიც თვითპროგრამირებადი, თვითმართველი წარმონაქმნებია და რომელთა საფუძველსაც დეცენტრალიზაციის, მონაწილეობისა და კოორდინაციის პრინციპები შეადგენს”(გვ. 163). Aამგვარად, ,,კონკურენციის გლობალიზაცია დიდ კორპორაციას განსხვავებული მიმართულებების მქონე ქსელთა აბლაბუდად აქცევს” (გვ.193).
ყოველივე ამაში ნათლად ისმის პოსტფორდისტული თეორიის გამოძახილი (ნახე ვებსტერის შრომის 4 თავი) და პოსტფორდისტული ჯადო სიტყვა ,,მოქნილობა” _ კასტელსის მთელ წიგნს გასდევს, თუმცა ის იშვიათად ახდენს პოსტფორდისტული ლიტერატურის ციტირებას, მაგრამ იგი თავის შეხედულებებს  აღმოაჩენს, როდესაც ახალი პარადიგმის მაგალითის სახით მოყავს ჩისცო-ს კორპორაცია, რომელიც თავისი ბიზნესის 80%-ს ვებსაიტის მეშვეობით აწარმოებს. კასტელსის მიხედვით, ინდუსტრიული კაპიტალიზმისთვის ტიპიურია ფორდისტული კომპანია დიდი ქარხნებით, სტანდარტიზებული პროდუქციით და იერარქიული მმართველობით, მაშინ როდესაც ჩისცო _ ინფორმაციული ერის ეპოქის არქეტიპული ქსელური წარმოება_საწარმოა(იქვე გვ. 180-184).
ყველაფერი ეს სავსებით ეწერება მენეჯმენტის თეორიაში და მუდმივად ქვეყნდება Financial Times - ის ფურცლებზე რასაკვირველია, გლობალური ეკონომიკა მოძრავია, არასტაბილური და სარისკოა ყველა მისი მონაწილესათვის, მრავალი მხრივ ეს გლობალიზაციის შედეგია, რომელმაც, ოდესღაც შედარებით დაცული (შიდა დაცული ბაზრების წყალობით) კორპორაციული მოთამაშენი მსოფლიო მასშტაბის მკაცრ კონკურენციულ ბრძოლაში ჩაითრია. მაგრამ კასტელსის პოსტულატი ერთდროულად მარტივიცაა და მნიშვნელოვნად ღრმაცაა. იგი ამტკიცებს, რომ ”ქსელის ლოგიკას უფრო მეტი ძალაუფლება აქვს, ვიდრე ძალაუფლებას ქსელში”. ამ აფორიზმით იგი ცდილობს გაგვაგებინოს, რომ იკტ-მ შეამცირა და დასცა გლობალური კორპორაციების ეფექტურობა და მკვეთრად გააძლიერა იმ ადამიანებისა და ორგანიზაციების პოზიციები, რომლებიც ეფექტურობას და მოსაზრებულობასა ავლენენ ქსელის მათეულ გაგებაში. ამ ადამიანებს დღესაც შეუძლიათ კორპორაციის ჩარჩოებში მუშაობა, მაგრამ ახალმა ტექნოლოგიებმა გამოიწვიეს დამქირავლებებიდან ქსელური მუშაკების ხელში ძალაუფლების გადანაწილება.
კასტელსი გვთავაზობს იმას, რასაც იგი ინფორმაციონალიზმის სულისკვეთებას, გონს უწოდებს (გვ.195). აქ ის მაქს ვებერის ცნობილ პოსტულატს ეყრდნობა, რომელიც კალვინიზმის კაპიტალიზმთან ,,შერჩევით-გამორჩევით ნათესაობას “ _ ,,პროტესტანტული ეთიკის” ,,კაპიტალიზმის სულისკვეთებასთან, გონთან” შერწყმასა და შედუღაბებას უშვებს და გვთავაზობს შედარებად ფაქტორს, რომელიც ჩვენს დროში მოქმედებს. “კაპიტალიზმი ძველებურად არსებობს, მაგრამ ახალ, პრინციპულად მოდიფიცირებულ ფორმებში” (გვ.198), რომელთა ძირითად ღერძსაც “ინფორმაციონალიზმის გონი (სულისკვეთება)” წაარმოადგენს. “ინფორმაციონალიზმის ამ სულს (გონს) კასტელსი აღწერს კიბერსივრცის მოთამაშეთა სახეების მეშვეობით, რომლებიც ადვილად და თავისუფლად უცვლიან ერთმნეთს ინფორმაციებს, აქვთ კარგი კონტაქტი ერთმანეთს შორის და იმდენად ეფექტურად არიან შეერთებულნი ქსელში, რომ ძალუძთ თანამედროვეობის მოთხოვნებს გაუსწრონ. კასტელსი აღძრულია ქსელში მიღებული გადაწყვეტილებების შესაძლებლობებით “შემოქმედებითი დესტრუქციის” (შუმპეტერის ტერმინოლოგიით) ტალღების მეშვეობით ძირეული გავლენა მოახდინოს ადამიანებსა და ხდომილებებზე მთელ მსოფლიოში. და, მაშასადამე, მიაჩნია მას, წარმოიშვება პიროვნების ახალი ტიპი, რამდენადაც ისინი, ვინც ასეთ გადაწყვეტილებებს იღებს, არ არის პასუხისმგებელნი თავიანთი დამქირავებლების წინაშე, მაგრამ მუდამ ღია არიან იმათთვის, ვინც ქსელურ ტალანტს ფლობენ. და ამიტომ არ არის გასაკვირი,  რომ ახლანდელი სიტუაციის დახასიათებისას, კასტელსი ასრულებს მის აღწერას სიტყვებით: ,,შუმპეტერი ხვდება ვებერს ქსელური წარმოების კიბერსივრცეში”(გვ.199), აყენებს ერთად სახელებს, რომლებიც სწრაფი ცვლილებების, შემოქმედებითობისა და პირადი ინიციატივის მძლავრ, მაგარ ნარევს გვთავაზობენ.
კასტელსი ასევე უთმობს ყურადღებას ცვლილებებს შრომით პრაქტიკასა და დასაქმებულობის მოდელებში.  სტატისტიკისა და დეფინიციის სფეროში გრძელი და ხანგრძლივი ექსკურსიდან კასტელსი აკეთებს დასკვნას: ინფორმაციული სამუშაოს, შრომის რაოდენობა საზოგადოებაში გაიზარდა; მას მთლიანობაში მეტი კმაყოფილება მოაქვს, ვიდრე შრომით საქმიანობას, რომელიც წარსულში იყო მისაწვდომი. ეს სამუშაოები უფრო ინდივიდუალიზებულ ხასიათისაა ვიდრე ადრე იყო, ხოლო, ქსელურ საზოგადოებაში მომხდარი ცვლილებები, ნიშნავს: ადამიანი საჭიროა შეეგუოს უფრო სწორად შეეჩვიოს მოქნილობას იმაშიც, რასაც ის დღეს აკეთებს და იმაშიც, რის გაკეთებასაც იგი მომავალში აპირებს, თუ მას სურს გადარჩეს ინფორმაციული კაპიტალიზმის “სისტემურ მოძრაობა-მოქნილობაში”.
ინფორმაციონალური კაპიტალიზმის კულტურული შედეგები
წიგნის The Rise Of The Network Sociyte -ის დაახლოებით შუაში კასტელსი გადადის ტექნოლოგიური ცვლილებების კულტურული შედეგების განხილვაზე. იგი არ განიცდის შფოთსა და მღელვარებას ქსელში არსებული ინფორმაციის შინაარსთან დაკავშირებით და მას ნაკლებ აშინებს და  აინტერესებს კომპიუტერული პორნოგრაფიებისა და ნეოფაშისტური გვერდებიდან (საიტებიდან) მომდინარე საფრთხეები. კასტელსი იკტ-ს დანერგვის უფრო ღრმა შედეგებს განსაზღვრავს, რითაც პატივს მარშალ მაკლუჰანს მიაგებს, რომელმაც დაინახა, რომ ტელევიზიას მივყავართ ბეჭდური (დაზგური) კულტურის (,,გუტენბერგის გალაქტიკის”) განადგურებასთან და წინამდებარე კულტურული ფორმების დათრგუნვასთან. კასტელსის მიერ მოყვანილი საბუთები თუ მტკიცებულებები დაიყვანება შემდეგზე: როგორც ტელევიზია პოლიტიკაში მთავარ როლს თამაშობს, არა კონკრეტული შინაარსის გამო, არამედ იმიტომ, რომ შეუძლებელია დღეს ეწეოდე პოლიტიკას, თუ საქმე და მისადგომი არ გაქვს ტელევიზიასთან, ასევეა ქსელთა როლიც _ არა მათ შინაარსში უნდა ვეძიოთ, არამედ ქსელების ხელმისაწვდომობის თავად ფაქტში, ე.ი. რამდენად შეგწევთ უნარი ჩაერთოთ ქსელში. თუ თქვენ არა ხართ ქსელში, თქვენ არ შეგიძლიათ სრულფასოვნად მიიღოთ მონაწილეობა ქსელური საზოგადოების ცხოვრებაში. კომპიუტერული ქსელი, თავის მხრივ, ბოლოს მოუღებს კომუნიკაციის ისეთ მასობრივ საშუალებას, როგორიც ტელევიზიაა (ცენტრალიზებული წარმოება და მაუწყებლობა ჰომოგენური აუდიტორიისათვის), რამდენადაც ისინი ახდენენ კომუნიკაციების ინდივიდუალიზაციას და მას ინტერაქტიულს ხდიან. Aამიტომ კულტურისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხდება ქსელის მისადგომობა - მისაწვდომობის საკითხი, ვინაიდან მხოლოდ იგი გვაძლევს ვისთანაც გვინდა და როდესაც გვინდა კომუნიკაციისა და ინტერაქტიული ურთიერთობის შესაძლებლობას.
კასტელსი შეშფოთებულია ინტერნეტის გავრცელების წინამორბედი ტექნოლოგიური განვითარების ზოგიერთი ასპექტითა თუ მხრით, რადგან ისინი ხელს უწყობენ იმ ზოგად ტენდენციას, რომელიც საზოგადოების ფრაგმენტაციაზეა მიმართული და ეს აზრი კასტელსის მთელ წიგნს წითელ ზოლად გასდევს. მაგალითად, ახლახანს წარმოქმნილი საკაბელო და თანამგზავრული ტელევიზიას მიზნობრივი აუდიტორია ჰყავს და ამიტომ თითოეული მათგანი იღებს წინასწარ შერჩეულ ინფორმაციას, აცალკევებს რა მაყურებლებს, ვთქვათ MTV-ისა და Sky sport - ის არხების მიხედვით. ამასთან დაკავშირებით კასტელსი ახდენს მაკლუენის ცნობილი განსაზღვრების პერიფრაზირებას და წერს, რომ message is the medium (საშუალება თავად არის გზავნილი (მესიჯი)], რამდენადაც მედია ეწევა იმის ტრანსლირებას, რასაც ითხოვენ, როგორც ივარაუდება აუდიტორიის განსხვავებული სეგმენტები. ეს ხდება სატელევიზიო რესურსების გლობალური ინტეგრაციის შედეგად და ამის თვალსაჩინო დემონსტრირებას მერდოკის News Corporation წარმოადგენს, რომელიც აუდიტორიის განსხვავებულ ბაზრებს უზრუნველყოფს კასტომიზირებული და დივერსიფიცირებული პროგრამებითა და არხებით. კასტელს განსაკუთრებით აღელვებს ის, რომ იზრდება ცხოვრების საშინაო წესი, რაც დასვენებასა და გართობაზე ორიენტირებული მსგავსი ტექნოლოგიების დანერგვასთან არის დაკავშირებული. ეს გვემუქრება საერთო კულტურის დაკარგვით, რომელსაც იცავდა და ამაგრებდა საერთო ეროვნული ტელემაუწყებლობა, და ასევე ნიშნავს, რომ ,,თუმცა მედია ... ახლა ერთმანეთს შორის გლობალური მასშტაბით არის დაკავშირებული, ჩვენ უკვე ვცხოვრობთ არა გლობალურ სოფელში, არამედ იზოლირებულ, გამოყოფილ, კასტომიზირებულ კოტეჯებში, რომელთა წარმოებაც და განაწილებაც ლოკალიზებულია (გვ. 341).
მაგრამ, არსებობს საპირისპირო ტენდეციებიც, რომლებსაც ფესვები ტექნოლოგიურ სფეროებში აქვთ გადგმული. კასტელსისათვის ინტერნეტი ფლობს ,,მისდამი ტექნოლოგიურად და კულტურულად კუთვნილ ინტერაქტიულობასა და ინდივიდუალიზაციის თვისებებს". (გვ. 358). ამით მას შეუძლია ხელი შეუწყოს ელექტრონული საზოგადოებების შექმნას, რომლებიც უფრო დააკავშირებენ ადამიანებს ერთმანეთთან, ვიდრე გააცალკევებს და გაყოფთ მათ. ეს გვაგონებს ჰოვარდ რეინგოლდის ენთუზიაზმს ,,ვირტუალური თანასაზოგადოებების” თაობაზე, რომლებიც შეიძლება შეიქმნას ქსელში.მის კვალდაკვალ კასტელსიც ამტკიცებს: ,,ინტერნეტი ელექტრონულ აგორად იქცევა” (გვ. 357), რაც ,,ინტერაქტიული საზოგადოების” შექმნის მაუწყებელია.
კასტელისი ძალიან გატაცებულია პოტენციალური ,,ვირტუალური თემის, თანასაზოგადოების’ იდეით, The Rise of the Netvork Society – ის მეორე გამოცემაში იგი რამდენამდე ამცირებს თავის ადრინდელ ოპტიმიზმს, აღიარებს რა, რომ ,,მატერიალურად დაინტერესებული საშუალოობა” ახალი ტექნოლოგიების ,,კეთილშობილურ მიზნებს’ ეწინააღმდეგება და უპირისპირდება. (გვ. 398). მე მუდმივად ვსარგებლობ ელექტრონული ფოსტით, იგი ძალიან მეხმარება იმ ადამიანებთან ურთიერთობაში, რომლებიც ჩემს ინტერესებს იზიარებენ, მაგრამ ეს უბრალოდ მიმოწერის მოსახერხებელი ფორმაა და მეტი არაფერი. თემის, თანასაზოგადოების როგორც ასეთის საზრისი ისაა, რომ იგი მთლიან ადამიანს მოიცავს, და არა შეზღუდულ კომუნიკაციას, რომლებიც ბიტებით იზომება, აი ეს კი შეადგენს სწორად იმ ურთიერთობების არსს, რომლებიც ხორციელდება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით (ვან მორისონის განცხადებათა ელექტრონული დაფა, პროფესიონალური ლისტინგი, საქმიანი ურთიერთობები, ვაჭრობა ინტერნეტით) და შეიძლება შეწყდეს, როდესაც მათდამი ინტერესი იკარგება.. და მართლაც არის რაღაც საგანგებო ონლაინურ ურთიერთობებში, რომლებიც შეიძლება შეწყდეს უბრალოდ ღილაკზე ხელის დაჭერით. მსგავსი ზედაპირული, არაფრის მქადაგებელი, ეგოისტური ურთიერთობები არ იმსახურებენ ,,საზოგადოების” სახელს, რომელიც სულ მცირე მის სხვა წევრებთან ურთიერთქმედებებს გულისხმობს რეალურ დროსა და რეალურ ადგილზე. რეალურ საზოგადოებას, ჯგუფს, რასაკვირველია შეუძლია მხარი დაუჭიროს ჩამოყალიბებულ აზრებსა და ცრურწმენებს, მაგრამ მას ასევე შეუძლია გამოწვევა ესროლოს ქცევისა და რწმენის განსაზღვრულ ტიპს, ისე რომ არ დაიმალოს კომპიუტერის გამოსართავი ღილაკის უკან . როგორც უკვე ვთქვით, კასტელსი ფიქრობს, რომ ქსელში ჩართულობა _ თანამედროვე საზოგადოების ცხოვრებაში სრულფასოვანი მონაწილეობის პირობაა. ამით მტკიცდება, რომ იკტ-ს მისაწვდომობა და პირველ რიგში ინტერნეტში ჩართულობა, ინფორმაციულ (საზოგადოებაში) ეპოქაში მოქალაქეობის უფლებას განსაზღვრავს. ადამიანებს შორის კავშირების მზარდი შესაძლებლობების თაობაზე თავისი ენთუზიაზმის მიუხედავად, კასტელსს აშინებს ის, რომ თუ ამ ურთიერთობების მთავარი შემადგენელი გართობა გახდება, მაშინ ეს იმის მაჩვენებელი იქნება, რომ ადამიანები თვითონ არ იქნებიან ამ ინტერაქტიული ურთიერთობების ხელშემწყობნი, მისი წარმართველნი ცენტრალიზებული ძალები იქნებიან. უფრო მეტიც კასტელსი ამტკიცებს, რომ ,,სისტემაში ჩართვის ფასი გახდება მისი ლოგიკისადმი, ენისადმი, მისი ,,გამსვლელი ქულისადმი”, მისი კოდირებისა და დეკოდირებისადმი ადაპტაციის მოთხოვნა’. ეს მტკიცება კვლავ გვაბრუნებს ჩვენ მაკლუენთან, რამდენადაც კასტელსი ვარაუდობს, რომ იკტ-ს დანერგვის კულტურული ეფექტი გაცილებით სერიოზული აღმოჩნდება, ვიდრე უფრო დემოკრატიული კომუნიკაციის მარტივი შესაძლებლობაა. იგი წერს ,,რეალური ვირტუალურობის” შესახებ, რათა ერთიანად მოიცვას ტესტის, აუდიო და ვიზუალური ფორმების ის შენადნობი, რომელსაც წარმოგვიდგენს მულტიმედია და გაიგოს თუ რას ნიშნავს იგი ქსელურ საზოგადოებაში. იგი ვარაუდობს, რომ თვით მაშინაც კი, როდესაც ვიმყოფებით დაძაბულ ქსელურ ურთიერთობებში და შესაბამისად შევდივართ ურთიერთობებში სხვებთან, ჩვენ გამოცდილებით ვიყენებთ ერთადერთ რეალობას – მედიის რეალობას. ამგვარად,
ესაა სისტემა, რომელშიც თავად რეალობა... მთლიანად მოცულია და ჩაფლულია ვირტუალურ სახეებში, გამოგონილ სამყაროში, რომელშიც გარეგანი ანარეკლები ეკრანზე არა მხოლოდ გვამცნობენ რომელიღაც გამოცდილების შესახებ, არამედ თავად იქცევიან გამოცდილებებად’. ეს ღრმად პოსტმოდერნისტულ ფანტაზიებთან გვაახლოებს, რომლებიც ძალზე გაწელილი და გაჭიანურებულია. კასტელსი კულტურის ამ ახალი თვისებების დემონსტრირებას დენი კუეილის მაგალითზე ,,საპნის ოპერისა” და პოლიტიკური ცხოვრების შერევის აღწერით ახდენს. 1992 წელს მაშინდელმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა საარჩევნო კომპანიის დროს ,,საპნის ოპერიდან” გამოიყენა პერსონაჟი, რათა თვალსაჩინოდ ეჩვენებინა ოჯახური ღირებულებებისადმი თავისი ერთგულება და სიყვარული. კუეილის სიტყვის შემდეგ მომდევნო სერიაში ჩართეს შესაბამისი ეპიზოდი. თითქოსდა აქ ფაქტი და რეალობა ერთმანეთში იღრევა, რაც კასტელსისთვის ვირტუალური რეალობის მაგალითად იქცა, რომელსაც ახალი მედია აწარმოებს. კრიტიკოსთა აზრით, ეს არასაკმარისია, რათა დავრწმუნდეთ, რომ თითქოს ჩვენ რაღაც სრულებით ახალ სიტუაციაში აღმოვჩნდით. საუკუნეზე მეტი ხნის წინათ ჩარლზ დიკენსმა გამოაქვეყნა რომანები გაგრძელებებით_,,ოლივერ ტვისტი” და ,,პიკვიკური კლუბის ჩანაწერები” და რეალურმა ცხოვრებამ ხშირად ისესხა ხასიათები გამონაგონიდან (,,იგი ნამდვილი ურია გიპია”). მარტივად, რომ ვთქვათ, მხატვრული გამონაგონი გვაძლევს ჩვენ მრავალნაირ შესაძლებლობას სოციალური ცხოვრების შესახებ ბჭობისათვის და ამიტომ შეიძლება მოგვეჩვენოს, თითქოს საზღვრები ფაქტებსა და გამონაგონს შორის იშლება. და ეს ასე იყო ძალიან დიდი ხნის წინათ, როდესაც არ არსებობდა არა მხოლოდ მულტიმედია, არამედ ტელევიზიაც კი. მსგავსი ხერხები თუ ილეთები იყენებენ ახალ კულტურულ ფორმებსაც, ისინი შეიძლება მიღებული ან უკუგდებული იქნან, მაგრამ ზოგიერთი კრიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ადამიანებს არცთუ ისე ძლიერ გვიჭირს ფაქტისაგან სახის, გამონაგონის განსხვავება.. მსგავსი ნივთების, როგორც ვირტუალური რეალობის შეფასება, ვებსტერის აზრით ნიშნავს ,,ძალიან ადვილად ჩავარდეთ პოსტმოდერნისტულ ფანტაზიებში"
ნაკადთა სივრცე
კასტელსის იდეები ,,ნაკადთა სივრცის” შესახებ ნაცნობი აღმოჩნდება იმ მკითხველისათვის, ვინც იცნობს მის უფრო ადრეულ წიგნს The Informational city (1989 The Informational Age – ში იგი ინარჩუნებს ,,ადგილის სივრცისა” და ,,ნაკადთა სივრცის” ადრეულ დაყოფას, ქსელური საზოგადოებისათვის კი აქცენტს ,,ნაკადთა სივრცეზე” აკეთებს. რამდენადაც ინფორმაციული ნაკადები თანამედროვე საზოგადოების ორგანიზაციაში ცენტრალური როლის თამაშს იწყებენ. ამდენად, რეგიონები და ლოკაციები, რომლებსაც სერიოზული მნიშვნელობა აქვთ ,,ინტეგრირებული აღმოჩნდებიან ყველაზე დინამიური სექტორების გამაერთიანებელ საერთაშორისო ქსელებში”. კასტელსი ხაზს უსვამს, რომ რეგიონებს და ლოკაციებს მნიშვნელობა აქვთ, მაგრამ იგი არ ამტკიცებს, რომ ჩვენ ,,გეოგრაფიულ გათიშულობა_განცალკევებულობას” განვიცდით, რომელიც დადგენილი კავშირების დეზორგანიზაციას იწვევს. ინოვაციათა ახალი გარემო განსაზღვრავს მომავალში იმას, თუ რომელი რეგიონი განვითარდება და რომელი დაეცემა, მაგრამ ისინი ყველანი შევლენ ქსელურ საზოგადოებაში.
ქალაქები, ძირითადად კი ისინი, რომლებიც უფრო ფართო ქსელების ,,საკვანძო წერტილებად” იქცნენ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენენ და განსაკუთრებული ხასიათიც აქვთ. მტკიცებისას, რომ ,,გლობალური ქალაქი ადგილი კი არა, არამედ პროცესია” (გვ. 386), რომელიც ინფორმაციის ნაკადთა მიმდინარეობა_გამტარობას უზრუნველყოფს, კასტელსი თავის თვალსაზრისს ასაბუთებს იმით, რომ მეგაპოლისები (ლონდონი თუ ბომბეი) განვითარების ძრავას შეადგენენ (გვ. 409), რომლებიც ერთდროულად ,,გლობალურად დაკავშირებულნიც და ლოკალურად გათიშულნიც არიან, როგორც გეოგრაფიულად ისე სიტუაციურად” (გვ 404). რაც სავსებით ცხადია თითოეულისათვის, გარდა ყველაზე დაუკვირვებელი ტურისტებისა. კასტელსი ასევე განიხილავს ,,მადომინირებული მმართველების” თემას, რომლებიც საკვანძო მნიშვნელობის როლებს თამაშობენ ქსელებში. ესენი კოსმოპოლიტები არიან და იმავე დროს მათ უნდა შეინარჩუნონ ლოკალური კავშირები, რათა არ დაკარგონ ერთიანობა ჯგუფთან, რაც სერიოზულ ფიზიოლოგიურ დაძაბულობას ბადებს. ამ ადამიანებს გლობალური კავშირები და ცხოვრების ერთიანი წესი აქვთ (ერთნაირი ტიპის ოტელები, დროის გატარების ერთი ტიპი) და რაც ყველა მათგანისთვისაა დამახასიათებელი, ისინი ცდილობენ გამოეყონ ქალაქს, რომელშიც ცხოვრობენ, ხშირად იყენებენ ტექნოლოგიურ სისტემებს, რათა თავიანთ თავს იზოლირება გაუკეთონ მეზობლად მცხოვრებ ,,საშიში კლასებიდან”. მაგრამ კასტელსი ამ ჯგუფს კლასად არ აქცევს. იგი ლაპარაკობს, რომ ,,გლობალური კაპიტალისტური კლასი არ არსებობს”, თუმცა არსებობს ,,უპიროვნო კოლექტიური კაპიტალისტი” (გვ. 474), ამის შესახებ შემდეგ ვილაპარაკებთ.
დროისგარეშე დრო
დროისგარეშე დროის ცნების შემოტანისას, კასტელსი მიმართავს თანამედროვე სამყაროში დროისა და სივრცის შეკუმშვის შესახებ კარგად ცნობილ არგუმენტს, რომელიც მიმოქცევაში შემოტანილი იქნა ენტონი გიდენსისა და ძირითადად დევიდ ჰარვეის მიერ, იმის ხაზის გასასმელად, რომ ქსელური საზოგადოება ცდილობს ,,მარადიული სამყაროს” შექმნას, რომელშიც დროითი შეზღუდვები სულ უფრო და უფრო მოიხსნება. კასტელსი დამაჯერებლად აჩვენებს, თუ როგორ ეწევიან დროით მანიპულირებას ,,კაპიტალის ელექტრონულად მართული გლობალური ბაზრები” და თუ როგორ აისახება ეს სამუშაო დროზე, რომელზედაც ასევე ხდება ზემოქმედება (,,მოქნილი გრაფიკი”) მაქსიმალურად ეფექტური გამოყენების მიზნით.
გარდა ამისა, ქსელურ საზოგადოებას ,,ცხოვრების წესთა შორის განსხვავების წაშლასთან მივყვავართ, (გვ. 445) და ამ პროცესის დამახასიათებელი ნიშანი ,,რიტმულობის მსხვრევა” ხდება (გვ. 446), თანაც იმ ზომითა და ხარისხით, რომ მანიპულირებას ექვემდებარებიან ადამიანის ცხოვრების ბიოლოგიური ფაზებიც კი. ჩვენ უკვე ვიცით, რომ ორმოცდაათი წლის ქალები ბავშვებს შობენ, ხოლო პარალელურად ადგილი აქვს ,,ცხოვრებიდან სიკვდილის გამორიცხვის” სერიოზულ მცდელობებს (კრიონიკა და ა. შ.). შემდეგ კასტელსი გადადის გენურ ინჟინერიაში არსებულ გარღვევებზე, რომლებსაც იგი ინფორმაციისა და კომუნიკაციის პრობლემებს უკავშირებს და რომლებშიც აგრეთვე დროისგარეშე კულტურის წინწაწევის საშუალებას განიხილავს.
შესაძლოა, კასტელსი უფრო დამაჯერებელი ,,წამიერი ომების” საკითხებშია. ასე უწოდებს იგი ომებს, რომლებსაც ,,ცივ ომში” გამარჯვების შემდეგ დასავლეთის სახელმწიფოები აწარმოებენ მოკლე გაბედული დარტყმებით და იყენებენ ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებს და რომელსაც მასმედია ,,სტერილური” სახით წარუდგენს მთელ მსოფლიოს (სხვა, მკაცრი და მრისხანე ომები, რასაკვირველია გრძელდება, მაგრამ პერიფერიებში). ამის შესახებ ყველასთვის ცნობილია, მით უფრო 1992 წლის სპარსეთის ყურეში ომის შემდეგ და სერბიის 1998 წლის ნატოს დამანგრეველი ოპერაციის შემდეგ, მაგრამ კასტელსი იმ გარემოებიდან, რომ დადგა ტრაგიკული ომების დასასრული, შორს მიმავალ დასკვნებს აკეთებს. იგი ამბობს, რომ თითქმის მთელი ისტორიის მანძილზე, უკიდურეს შემთხვევაში ევროპაში ომი იყო ,,გადასვლის აუცილებელი ჩვეულება _ წესი” და მისი აზრით, წარმოადგენდა მუდმივ შეხსენებას ადამიანის  მოკვდაობის შესახებ, და აგრეთვე ათვლის წერტილს ცოცხლად გადარჩენილთათვის. ახლა ეს წარსულს ბარდება, რისგანაც კიდევ უფრო მტკიცდება დროის გარეშე დროის კულტი, სადაც ახლა ჩვენ მუდმივ აწმყოში ვცხოვრობთ. გარდა ამისა, ქსელურ საზოგადოებას თავისი წამიერი კომუნიკაციებით ძალუძს მოიპოვოს და გადასცეს ინფორმაცია მთელს დედამიწაზე ჰიპერმედიის დახმარებით, რომლებიც ისტორიაში ,,ამოჭრას, ამოძვრენას” ახორციელებენ, იმით, რომ ისტორიულ ფაქტს არ ათავსებენ ისტორიულ კონტექსტში, და გვტოვებენ რა ,,დროისგარეშე მენტალურ ლანდშაფტში.” და ყველაფერი ეს თავს ერთად იყრის ქსელური საზოგადოების კულტურაში, რომელიც “სისტემურ არეულობა-უწესრიგობას, მუდმივ წამიერობას, კონტინინუმის არსებობას და სპონტანურობას ნიშნავს.~
იდენტურობის ძალაუფლება
The Informational Age -ის მეორე ტომში ქსელური საზოგადოების ჩამოყალიბებისა და მისი თანმხლები მაინტეგრირებული და მაფრაგმენტირებული ტენდენციებისაგან კასტელსი კოლექტიური იდენტურობების განხილვაზე გადადის. ამ განხილვის ცენტრალური საგანია სოციალური მოძრაობები; კასტელსის მიხედვით ესაა ‘’მიზანმიმართული კოლექტიური ქმედებები, რომლებიც საზოგადოების ინსტიტუტებისა და ღირებულებების ტრანსფორმაციას ეწევიან’’ და ადამიანებს მისი იდენტურობის მთავარ ელემენტებს აძლევენ. სხვა სიტყვებით, ამ წიგნში თანამედროვე მსფლიოში სიცოცხლის პოლიტიკა და სოციოლოგია განიხილება.
მთავარი არგუმენტი გამომდინარეობს საკითხებისაგან: როგორ ყალიბდება და იქმნება იდენტობები დღეს, როდესაც ტრადიციები წარსულს ჩაბარდა? კასტელსს, მაგალითად, მიაჩნია, რომ ეროვნულ სახელმწიფოებს და ყველა მასთან დაკავშირებულ მალეგიტიმიზირებელ ინსტიტუტებს, რომლებსაც ჩვენ სამოქალაქო საზოგადოებას ვუწოდებთ (სოციალური უზრუნველყოფა, სუვერენიტეტის უფლება, კლასობრივი პოლიტიკა, დემოკრატიული პროცესები და ზეწოლის ჯგუფები, როგორიცა პროფკავშირები), ქსელური საზოგადოების მაგლობალიზირებელი ტენდენციები საფრთხეს უქმნიან. ასე, მაგალითად, ყველა ‘’კეთილდღეობის სახელმწიფო’’ ზეწოლას განიცდის ყველაზე იაფი სამუშაო ძალის ძიების გლობალური კონკურენციის გამო; ეროვნული ეკონომიკის კონტროლი სულ უფრო ძნელდება რეალური დროის რეჟიმში მუდმივი სავალუტო გარიგებებისა და ვაჭრობის გამო, ხოლო პოლიტიკური დემოკრატია შეუქცევადად იცვლება ინფორმაციული პოლიტიკით, რომელიც ინფორმაციული და კომუნიკაციური მედიის წყალობით გლობალური, არაპატივისმცემელი და სკანდალზე ორიენტირებული გახდა.
ეროვნულ სახელმწიფოებს არ ძალუძთ გამოიყენონ ახალი ტექნოლოგიებიც კი თავიანთი მოქალაქეების გასაკონტროლებლად, რადგან თვით სახელმწიფოები არიან ნახევრად ავტონომიურ რეგიონების (და ქალაქებისაც კი) წარმოშობით შესუსტებული, მოქალაქეები ადვილად უკავშირდებიან ათასეულ კილომეტრობით დაშორებულ ადგილებში მცხოვრებ ადამიანებს, ხოლო გლობალური, მაგრამ დიფერენცირებული მედია მუდმივად ეძიებს და წარუდგენს აუდიტორიას  პოლიტიკოსთა მაქინაციებს (შეიძლება გავიხსენოთ სილვიო ბერლუსკონის აღმასვლა და დაცემა 1990-იან წლებში, ხოლო შემდეგ მისი განმაცვიფრებელი დაბრუნება პოლიტიკაში 2001 წელს, აგრეთვე პოლიტიკოსთა კორუმპირებულობისა და მათი სექსუალური ცოდვების თუ გადაცდომების მუდმვი გაშუქება). იმათ, ვისაც ორუელისეული სახელმწიფოს წარმოშობა აშინებთ, ასევე არანაკლებ შეიძლება შეეშინდეთ იმის, რომ შეიძლება გამართლდეს კასტელსის პროგნოზი: “ჩვენი საზოგადოებები _მოწესრიებული ციხეები კი არ არიან, არამედ უწესრიგო (ქაოტური) ჯუნგლები”. დღეს ყველაფერი ნიადაგგამოცლილია, განუსაზღვრელია, ტრადიციები დანგრეული, ხოლო ყოფილი დარწმუნებლობა კი სამუდამოდ დაკარგულია.
კასტელსი ამ კოშმარს თავის არგუმენტს უპირისპირებს: იდენტურობები მოქმედებებში წარმოიქმნებიან, და ამგვარად, ქსელური საზოგადოება ბადებს წინააღმდეგობების მოძრაობას და თვით პროექტული იდენტურობის მოძრაობასაც კი. შემდეგ გვთავაზობენ თვით ყველაზე განსხვავებული გვარის მქონე წინააღმდეგობათა მოძრაობების ანალიზს (დაწყებული მექსიკელი საპატისტებისაგან აშშ-ში ნეომოფაშისტო patriots -მდე, Aum Shinrikyo -ს იაპონელი ფანატიკოსებიდან ისლამის ზოგიერთ ვერსიებში არსებული რელიგიურ ფუნდამენტალიზმამდე, ყოფილ საბჭოთა კავშირში ეთნიკური ნაციონალიზმიდან ისეთ ადგილებში ტერიტორიულ სეპარატიზმამდე, როგორიცაა კატალონია). ამ მოძრაობებს, წარმოშობილთ როგორც რეაქციებს, კასტელსი მოწონების გარეშე უყურებს, იგი მათში ხედავს ახალი იდენტურობების, როგორც უზარმაზარ და სულ უფრო გაფართოებად ზეწოლაზე პასუხის ფორმირების დასტურს.
პროექტზე ორიენტირებულ მოძრაობებს კასტელსი განიხილავს ეკოლოგიური და ფემინისტური მოძრაობების მაგალითზე, რომლებსაც უკვე ახლა აქვთ და უეჭველია, მომავალშიც ექნებათ დიდი გავლენა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს მოძრაობები არ შეიძლება  განვიხილოთ მხოლოდ როგორც რეაქცია “ინფორმაციული ეპოქის” სტრესებსა და გადატვირთებზე; რამდენადაც ყველა ისინი  სარგებლობენ იმ საშუალებებით, რომლებსაც მათ ქსელური საზოგადოება აძლევს თავიანთი საკუთარი  ორგანიზაციული საჭიროებებისა და თავიანთი იდეების გასავრცელებლად.
ფემინიზმის ანალიზისას კასტელსი აჩვენებს, რომ საუკუნეების მანძილზე საზოგადოებრივი ცხოვრების ყოფილი ნორმა პატრიარქატი, შეუკავებლად ეშვება დაისისაკენ ოთხი ურთიერთდაკავშირებული მიზეზის გამო. Pპირველი მდგომარეობს იმაში, რომ ქალი სულ უფრო ხდება სამუშაო ძალა, ეს კი მჭიდროდაა დაკავშირებული ინფორმაციული სამუშაოების რაოდენობის გაზრდასა და ქსელური საზოგადოების მიერ მოთხოვნილ მოქნილობასთან. მეორე, ესაა ქალების ბიოლოგიურ ფუნქციებზე მზარდი კონტროლი, რასაც ყველაზე ცხადად გენური ინჟინერია აჩვენებს, რომელიც ქალებს ათავისუფლებს რეპროდუქციასთან დაკავშირებული  შეზღუდვებისაგან, მესამე, ეს, რასაკვირველია, ფემინისტური მოძრაობაა ყველა თავისი ფორმით. Dდა მეოთხე, ესაა იკტ-ე, რომლებმაც საშუალება მოგვცეს მოგვექსოვა ,,თითქმის მთელი პლანეტიდან ქალთა ხმების ჰიპერ-ხალიჩა”. ყველაფერი ეს ერთად აღებული უპრეცედენტო გამოწვევას ესვრიან წინა საუკუნეების სექსუალურ ნორმებს და ამით ,,ძირს უთხრიან. . . ჰეტეროსექსუალურ ნორმებს” როგორც ინტიმურ, ისე საჯარო სფეროებში. კასტელსი ლაპარაკობს ,,პრაქტიკულ ფემინისტებზე”(გვ.200), რომლებიც მოქმედებენ, რათა შეცვალონ თავიანთი ცხოვრება და ამ ბრძოლისას იძენენ ახალ იდენტურობებს, რასაც თან ახლავს ,,სოციალური ინსტიტუტების დეგენდერიზაცია“ (გვ.202)
ინფორმაციონალიზმი და ქსელური საზოგადოება.
სოციალური თეორიის ერთ-ერთი ამასწინანდელი შენაძენია –  მანუელ კასტელსის ტრილოგია  საერთო სათაურით ,,ინფორმაციული საუკუნე: ეკონომიკა, საზოგადოება და კულტურა”. Kკასტელსი (1996,პ.4) გამოხატავს პოსტმოდერნისტული სოციალური თეორიის საპირისპირო პოზიციას, რომელიც, როგორც თავად მიაჩნია, აქეზებს ,,ისტორიისა და, გარკვეული დოზით, გონის დასასრულის ზეიმს, უარყოფს ჩვენი გაგებისა  და გაცნობიერების უნარს”: პროგრამა, რომელმაც შვა ეს წიგნი, მიმართულია ნგრევის წინააღმდეგ და ოპოზიციაშია ინტელექტუალური ნიჰილიზმის, სოციალური სკეპტიციზმისა და პოლიტიკური ცინიზმის განსხვავებულ ფორმებთან. მე მწამს რაციონალიზმისა და გონისადმი მიმრთვის შესაძლებლობის. მე მწამს გააზრებული სოციალური ქმედებებისა. . მიუხედავად ადრინდელი ტრადიციული ტრაგიკული ინტელექტუალური შეცდომებისა, მე მჯერა, რომ დაკვირვება, ანალიზი და თეორიის აგება ხელს უწყობს სხვა, უკეთესი სამყაროს შექმნას.
კასტელსი იკვლევს ახალი საზოგადოების, კულტურისა და ეკონომიკის აღმოცენებას 70-იან წლებში აშშ დაწყებული ინფორმაციულ_ტექნოლოგიური (ტელევიზია, კომპიუტერები) რევოლუციის კუთხით. ამ რევოლუციამ, თავის მხრივ, დაწყებული 80-იანი წლებიდან გამოიწვია კაპიტალისტური სისტემის ფუნდამენტალური გარდაქმნა და გაჩენა იმისა, რასაც კასტელსი ეძახის ,,ინფორმაციულ კაპიტალიზმს”. Gგარდა ამისა აღმოცენდა ,,ინფორმაციული საზოგადოება” (თუმცა მათ შორის ადგილი აქვს მნიშვნელოვან კულტურულ და ინსტიტუციონალურ განსხვავებას). ორივე აღნიშნული ფორმა ეფუძნება ,,ინფორმაციონალიზმს” (რომლის დროსაც, განვითარების წესი, წარმოების ძირითადი წყარო არის ცოდნისა და ინფორმაციის საფუძველზე წარმოების ფაქტორების ოპტიმიზირების თვისობრივი შესაძლებლობის უნარი”. ინფორმაციონალიზმის გავრცელება, განსაკუთრებით ინფორმაციული კაპიტალიზმისა, იწვევს პიროვნებასა და იდენტურობაზე დაფუძნებული ოპოზიციური სოციალური მოძრაობების აღმოცენებას (,,პროცესი, რომლის საშუალებით სოციალური აკტორი აცნობიერებს საკუთარ თავს და მნიშვნელობას აყალიბებს, პირველ რიგში, მოცემული კულტურული ნიშნის ან ნიშანთა ჯამის საფუძველზე და გამორიცხავს სხვა სოციალური სტრუქტურების დახმარებას”. ეს მოძრაობები არის მარქსისტული ,,კლასობრივი ბრძოლის” თანამედროვე ექვივალენტები. იმედს წინააღმდეგობა გაუწიო ინფორმაციული კაპიტალიზმისა და მისი თანმდევი პრობლემების (ექსპლოატაცია, მუქარა პიროვნებასა და იდენტურობაზე, ინფორმაციული შეზღუდვები) გავრცელებას იძლევა არა მუშათა კლასი, არამედ განსხვავებული სოციალური მოძრაობები (მაგალითად, ეკონომიური, ფემინისტური), რომლებიც ძირითადად ეფუძნებიან იდენტურობას.
კასტელსის ჩატარებული ანალიზის არსი მდგომარეობს იმაში, რასაც ის ეძახის ინფორმაციული ტექნოლოგიის პარადიგმას. ამ უკანასკნელს აქვს ხუთი ძირითადი თვისება. ჯერ-ერთი, ესაა ტექნოლოგიები რომლებიც გავლენას ახდენენ ინფორმაციაზე. მეორე, რადგან ინფორმაცია არის ადამიანის მოღვაწეობის ძირითადი ნაწილი, ამ ტექნოლოგიების გავლენა ყოვლისმომცველია. მესამე, ყველა სისტემები, რომლებიც იყენებენ ინფორმაციულ ტექნოლოგიას, განისაზღვრებიან ,,ქსელის ლოგიკით”, რომელიც მათ აძლევს საშუალებას იქონიონ გავლენა მრავალ პროცესსა და ორგანიზაციაზე. მეოთხე, ახალი ტექნოლოგიები ძალზე მოქნილებია, რაც იძლევა მუდმივი ცვალებადობისა და ადაპტირების შესაძლებლობას. მეხუთე, ინფორმაციასთან დაკავშირებული ცალკეული ტექნოლოგიები ერთიანდებიან უკიდურესად ინტეგრირებულ სისტემაში.
80-იან წლებში აღმოცენდა ახალი გლობალური ინფორმაციული, მომგებიანობით მზარდი  ეკონომიკა. ის ინფორმაციულია იმიტომ, რომ მისი სამეურნეო ერთეულები ან აგენტების (იქნება ეს ფირმა, რეგიონი თუ სახელმწიფო) წარმოებითობა თუ კონკურენტუნარიანობა ძირფესვიანად დამოკიდებულია მათსავე უნარზე შექმნან, დაამუშავონ და ეფექტურად გამოიყენონ ცოდნაზე დაფუძნებული ინფორმაცია. ის გლობალურია იმიტომ, რომ აქვს ,,უნარი ფუნქციონირებდეს, როგორც ერთიანი მთლიანი რეალურ დროსა და მთელი პლანეტის მასშტაბით”. პირველად ეს შესაძლებელი გახდა ახალი ინფორმაციული და კომუნიკაციური ტექნოლოგიების წყალობით. Aახალი ეკონომიკა ,,ინფორმაციულია და არა მარტივად ინფორმაციაზე დაფუძნებული, იმიტომ, რომ მთელი სოციალური სისტემის კულტურულ-ინსტიტუციონალური თვისებები უნდა იყვნენ ჩართული ახალი ტექნოლოგიური პარადიგმის განვითარებასა და განხორციელებაში”. მიუხედავად იმისა, რომ ახალი ეკონომიკა გლობალური ხასიათისაა, არსებობენ განსაზღვრული განსხვავებები, და კასტელსი გამოყოფს ახალი გლობალური ეკონომიკის რეგიონებს (ჩრდილოეთ ამერიკა, ევროკავშირი და სამხრეთ_აღმოსავლეთ აზია). ამგვარად, ჩვენ ვსაუბრობთ რეგიონებად დაყოფილ გლობალურ ეკონომიკაზე. Gგარდა ამისა, მნიშვნელოვანი განსხვავებებია რეგიონებში, და ძალზე მიშვნელოვანია, რომ როდესაც დედამიწის ზოგიერთი რეგიონები ჩაერთვებიან ამ პროცესში მაშინ, ზოგიერთი სხვა რეგიონები გადიან ამ პროცესიდან, რასაც მოყვება სერიოზული ნეგატიური შედეგები.  გადიან მსოფლიოს დიდი სფეროები (მაგალითად საჰარისქვედა მთელი აფრიკა), აგრეთვე პრივილეგირებული რეგიონების ნაწილი (მაგალითად, აშშ ქალაქების ნაწილი).
ახალი გლობალური ინფორმაციული ეკონომიკის აღმოცენებას თან სდევს ახალი ორგანიზაციული ფორმების – ქსელური საწარმოების – გაჩენა. სხვა რამესთან ერთად, ქსელური მრეწველობა ხასიათდება მოქნილი (და არა მასობრივი) წარმოებით, მართვის ახალი სისტემებით (ხშირად გადმოტანილია მენეჯმენტის იაპონური მოდელიდან), უფრო ჰორიზონტალური, ვიდრე ვერტიკალური მოდელის მქონე  ორგანიზაციებით და მსხვილი კორპორაციების გაერთიანებით სრტატეგიულ ალიანსებში. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია _ ორგანიზაციის ფუნდამენტური კომპონენტია ქსელების ერთობლიობა.  სწორედ ამის გამო კასტელსი ამტკიცებს, რომ ,,ახალი ორგანიზაციული ფორმა აღმოცენდა, როგორც ინფორმაციულ\გლობალური ეკონომიკის მახასიათებელი: ქსელური დაწესებულება”, გაგებული როგორც ,,დაწესებულების სპეციფიკური ფორმა, რომლის საშუალებათა სისტემა იქმნება ავტონომიურ სისტემათა მიზნების გადაკვეთის სეგმენტით”.  ქსელური დაწესებულება არის გლობალური ინფორმაციული ეკონომიკის კულტურის მატერიალიზაცია და ეს ქმნის შესაძლებლად სიგნალების გარდაქმნას საქონლად ცოდნის დამუშავების გზით. შედეგად იცვლება შრომის ბუნება (მაგალითად, შრომის ინდივიდუალიზაცია სამუშაო დროის გრაფიკის მოქნილი ფორმების შემოღებით), თუმცა ამ ცვლილების კონკრეტული ხასიათი განსხვავებულია სხვადასხვა სახელმწიფოებში.
კასტელსი  ასევე განიხილავს რეალური ვირტუალობის კულტურის აღმოცენებას (რომელსაც თან სდევს მულტიმედიური ტექნოლოგიური საშუალებების განვითარება, რომელიც წარმოადგენს მასობრივი ინფორმაციისა და კომპიუტერული ტექნოლოგიის შერწყმას), ,,სისტემისა, რომელშიც თვით რეალობა (ე.ი.ადამიანთა მატერიალურ\სიმბოლური არსებობა) მთლიანად ჩაიძირება ვირტუალურ, წარმოსახვით სამყაროში, სადაც გამოსახულება უბრალოდ კი არ ჩნდება ეკრანზე, რომელიც გადმოგვცემს გამოცდილებას, არამედ თავად წარმოადგენს გამოცდილებას”. წარსულისაგან განსხვავებით, როდესაც ბატონობდა ,,ადგილის სივრცე” (მაგალითად, ისეთი ქალაქები, როგორებიცაა ნოუ-იორკი ან ლონდონი.), დღეს წარმოიშვა ახალი სივრცული ლოგიკა, ,,ნაკადების სივრცე”. ჩვენს სამყაროში უფრო ბატონობენ პროცესები და არა ფიზიკური ადგილმდებარეობა (თუმცა ეს უკანასკნელი აგრძელებს არსე ბობას). ამგვარადვე ჩვენ შევდივართ ეპოქაში ,,დრო დროის გარეშე”, რომელშიც, მაგალითად ინფორმაცია მიღწევადია დედამიწის ნებისმიერ წერტილში.
კასტელსი არ იზღუდება მხოლოდ ქსელური დაწესებულების ანალიზით და შემდეგ ამტკიცებს, რომ ,,ინფორმაციულ ეპოქაში გაბატონებული ფუნქციები და პროცესები უფრო მეტად თავს იყრიან ქსელების, როგორც ,,ურთიერთდაკავშირებული კვანძების” ირგვლივ. ქსელები ღიაა და უნარი აქვთ განუსაზღვრელად გაფართოვდნენ, დინამიურები არიან და შეუძლიათ განახლება სისტემის რღვევის გარეშე. მაგრამ ის, რომ ჩვენი ეპოქა ქსელებით განისაზღვრება არ ნიშნავს კაპიტალიზმის დასასრულს. არსებითად, ყოველ შემთხვევაში, ამ წუთისათვის, ქსელები პირველად აძლევენ კაპიტალიზმს შესაძლებლობას ფინანსურ ნაკადებზე დაყრდნობით გახდეს ნამდვილად გლობალური და ორგანიზებული, რომლის მაგალითია, ხშირი საუბრის ობიექტები, ,,გლობალური ფინანსური კაზინოები” _ ქსელისა და ინფორმაციული სისტემის მშვენიერი მაგალითი. ფულს, რომელიც აქ ტრიალებს დღეს განსაკუთრებით  დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე წარმოების პროცესში გამომუშავებულს. ფული გამოეყო წარმოებას; ჩვენ ვცხოვრობთ კაპიტალისტურ ეპოქაში, რომელსაც ახასიათებს ფულისადმი დაუსრულებელი სწრაფვა.
როგორც ზემოთ ვნახეთ, კასტელსს არ მიაჩნია, რომ ქსელების, რეალური ვირტუალობის განვითარება, ინფორმაციონალიზმი და განსაკუთრებით მათი გამოყენება ინფორმაციულ კაპიტალიზმში მიმდინარეობს შეფერხებების გარეშე. მათთან ოპოზიციაში იმყოფება ინდივიდები და კოლექტივები, რომელთაც აქვთ იდენტურობა, რომელსაც ისინი იცავენ. მგვარად ,,ღმერთი, სახელმწიფო, ოჯახი და საზოგადოება უზრუნველყოფს უცვლელ, მარადიულ კოდებს, რომლის ირგვლივ განლაგდებიან შემოტევის საწინააღმდეგო მოძრაობები”. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ წარმატების მისაღწევად წინააღმდეგობის აღნიშნული მოძრაობა უნდა დაეყრდნოს ინფორმაციასა და ქსელს. ამგვარად,  ისინი მნიშვნაელოვანწილად ჩართულნი არიან ახალ წესრიგში. ამ კონტექსტში კასტელსი აღწერს მრავალ სოციალურ მოძრაობას, მათ შორის  საპატისტებს მექსიკის ჩიაპასში, ამერიკულ მილიციას, ,,აუმ სენრიკე”-ს იაპონურ კულტს, გარემოს დაცვის მოძრაობას, ფემინიზმს და ჰომოსექსუალურ მოძრაობას.
რა შეიძლება ითქვა სახელმწიფოზე? კასტელსის თვალსაზრისით ახალ სამყაროში მისი ეკონომიკის გლობალიზაციითა და კაპიტალის გლობალური ბაზრების დამოკიდებულებით სახელმწოფო ნაკლებად ძლიერი ხდება. ამგვარად, მაგალითად, სახელმწიფო ვერ დაიცავს თავის სოციალურ პროგრამებს, რადგანაც მსოფლიოში არსებული დისბალანსი მოგვცემს იმას, რომ კაპიტალი წავა იმ ქვეყნებისაკენ, სადაც სოციალურ პროგრამებზე დაბალი დანახარჯებია. სახელმწიფოს სიძლიერეს არღვევს აგრეთვე გლობალური კომუნიკაციები, რომლების თავისუფლად გადაედინებიან ერთი ქვეყნიდან მეორეში. გარდა ამისა შეიმჩნევა გლობალური დანაშაულებანი და გლობალური ქსელების შექმნა, რომელიც არ ექვემდებარებიან რომელიმკე ქვეყნის კონტროლს. სახელმწიფო სუსტდება აგრეთვე  მრავალმხრივი, სუპერსახელმწიფოების გაჩენით, როგორიც ევროპული კავშირია, და შინაგანი ქვედანაყოფებით. Mმიუხედავად იმისა, რონ ისინი კვლავ არსებობენ კასტელსს მიაჩნია, რომ სახელმწიფო გადაიქცა ძალაუფლების უფრო ფართო ქსელის კვანძებად.
დილემა რომელიც დადგება სახელმწიფოს წინაშე მდგამარეობს, იმაში რომ, თუ ის წარმოადგენს საკუთარ ხალხს ის იქნება ნაკლებად ეფექტური გლობალურ სისტემაში, მაგრამ თუ ის აქცენტს გააკეთებს ამ უკანასკნელზე, მაშინ ვერ შეძლებს  ადექვატურად გამოხატოს საკუთარი ხალხის ინტერესები. სახელმწიფოს კრახის მაგალითად შეიძლება ავიღოთ საბჭოთა კავშირი. ის ვერ შეეწყო ახალ ინფორმაციონალიზმს და ქსელების სამყაროს. მაგალითად, საბჭოთა სახელმწიფოში მონოპოლიზირებული იყო ინფორმაცია, მაგრამ ეს შეუთავსებელია სამყაროსთან, სადაც წარმატებები მიბმულია ინფორმაციის თავისუფალ ნაკადზე. საბჭოთა კავშირის დაშლით სახელმწიფო ადვილი ლუკმა გახდა გლობალური კრიმინალური ელემენტებისათვის. Bბედის ირონიით გლობალური ინფორმაციული საზოგადოების გარეთ მდგარი რუსეთი დღეს მნიშვნელოვანწილად ჩათრეულია გლობალურ დამნაშევეობაში.
საკუთარი კრიტიკული ორიენტაციის ერთგული, განსაკუთრებით ინფორმაციული კაპიტალიზმის მხრიდან პიროვნების, იდენტურობის, კეთილდღეობის მიმართ მისი მტრული დამოკიდებულებისა, კასტელსი აკეთებს დასკვნას იმის შესახებ, რომ დღევანდელ მდგომარეობაში ჩვენი  ,,ეკონომიკა, საზოგადოება და კულტურა.. .. ზღუდავს კოლექტიურ შემოქმედებას, კონფისკაციას უშვება ინფორმაციული ტექნოლოგიის შემოსავალს და ჩვენს ენერგიას მიმართავს თვითდამანგრეველი წინააღმდეგობებისაკენ”. მაგრამ ასე არ უნდა მოხდეს, რადგან ,,არ არსებობს ისეთი რამ, რისი შეცვლაც შეუძლებელია გააზრებული მიზანმიმართული სოციალური ქმედებით”.
კასტელსი გვთავაზობს ჩვენი ახალი კომპიუტერიზებული სამყაროს პირველ დასაბუთებულ სოციოლოგიურ ანალიზს და ამ ნაშრომიდან შეიძლება მრავალი დასკვნის გაკეთება. ყურადღებას იქცევს ორი ძირითადი ნაკლი. ჯერ-ერთი, ეს უმეტესწილად ემპირიული გამოკვლევაა (ეფუძნება მეორად მონაცემებს)  და კასტელსი ცდილობს თავი აარიდოს გარკვეული თეორიული წყაროების გამოყენებას, რომლებსაც შეეძლოთ გაეძლიერებინათ მისი ნაშრომი. მეორე, ის ყურადღებას გამოკვეთილად უთმობს წარმოების სფეროს და არ განიხილავს მოხმარების სფეროსათვის მისი ანალიზის შედეგებს. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, კასტელსმა, მის მიერ აღწერილი უახლოესი სამყაროს უკეთ გასაგებად შემოგვთავაზა მნიშვნელოვანი დასაწყისი.

ინფორმაციულ-ტექნოლოგიური რევოლუცია – როგორი რევოლუცია?
მეოცე საუკუნის დასასრულის და ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში მსოფლიო განიცდის თავის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე იშვიათი სახის რევოლუციურ ცვლილებას, რომელიც ხასიათდება `მატერიალური კულტურის~ ტრანსფორმაციით. ეს ტრანსფორმაცია კი მიმდინარეობს ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ახალი ტექნოლოგიური პარადიგმის მიხედვით.
ტექნოლოგია კი სხვა არაფერია თუ არა მეცნიერული ცოდნის გამოყენება ნივთთა და საგანთა კვლავწარმოებადი მანერით დამზადების წესების განსასაზღვრავად.
ინფორმაციულ ტექნოლოგიაში შედის: მიკროელექტრონიკაში არსებული მსგავსი ტექნოლოგიები, გამოთვლითი ტექნიკის (მანქანები და პროგრამული უზრუნველყოფა), ტელეკომუნიკაციის (მაუწყებლობისა და ოპტიკურ-ელექტრონული მრეწველობის) ქმნილებები. ასევე ინფორმაციულ ტექნოლოგიებში შედის გენური ინჟინერია, მრავალი მისი მიღწევა თუ გამოყენება. ამის საფუძველს კი გვაძლევს ის, რომ პირველი _ გენური ინჟინერია მიმართულია ცოცხალი მატერიის ინფორმაციული კოდების დეკოდირებაზე, მართვასა და შესაძლო ხელახალ დაპროგრამება-გადაპროგრამებაზე. მეორე _ მეოცე საუკუნის დასასულის ბიოლოგია, ელექტრონიკა და ინფორმატიკა ძალიან დაუახლოვდნენ ერთმანეთს ახალი მასალების აღმოჩენისა და გამოყენების სფეროში და რაც ყველაზე ფუნდამენტურია, ისინი უახლოვდებიან თავიანთ კონცეპტუალურ მიდგომებშიც.
_ ინფორმაციული ტექნოლოგიების ამ ბირთვის ირგვლივ იქმნება დღეს ახალი მასალების, ენერგიის წყაროების, მედიცინაში, საწარმოო ტექნიკაში (ნამდვილსა თუ პოტენციურში ისეთში როგორიცაა ნანოტექნოლოგია) დიდი ტექნოლოგიური გარღვევებისა თუ მიღწევების მთელი თანავარსკვლავედი. აქვე შედის სატრანსპორტო ტექნოლოგიებში მომხდარი ცვლილებებიც.
_ გარდა ამისა ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის დღევანდელი პროცესი ექსპონენციალურად ვითარდება, რამდენადაც მას უნარი აქვს შექმნას ტექნოლოგიურ ველებს შორის საერთო ციფრული ენის მეშვეობით ინტერფეისი, რომელზეც ინფორმაცია იქმნება, ინახება, ამოიღება, მუშავდება და გადაეცემა. თუ ნიკოლას Nნეგროპონტეს სიტყვებს გამოვიყენებთ `დღეს ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, რომელიც ციფრული გახდა~.
_ ინფორმაციულ-ტექნოლოგიური რევოლუცია ისეთივე და იმდენადვე დიდი ისტორიული მოვლენაა, როგორც 18-ე საუკუნის ინდუსტრიული რევოლუცია, რომელმაც გარდატეხა გამოიწვია საზოგადოების, ეკონომიკის და კულტურის საფუძველში.
_ ტექნოლოგიურ რევოლუციათა ისტორია გვიჩვენებს, რომ ისინი ყოვლისმომცველი გავლენით ხასიათდებოდნენ _ იჭრებოდნენ რა ადამიანური საქმიანობის ყველა სფეროში, ისინი ახდენდნენ არა გარეგან ზემოქმედებას, არამედ თავად იქცეოდნენ იმ ქსოვილად, რომელშიც ასეთი საქმიანობაა ჩაწნული. ანუ, ახალი პროდუქტების ინდუცირების (წარმოების) გარდა იგი თავად პროცესზეა მიმართული და ორიენტირებული.
_ გარდა ამისა, ყველა სახის ტექნოლოგიური რევოლუციისაგან განსხვავებით, იმ ტრანსფორმაციების _ ცვლილებების ბირთვი, რომლებსაც მსოფლიო დღეს განიცდის _ დაკავშირებულია: ინფორმაციისა და კომუნიკაციის დამუშავების ტექნოლოგიებთან.
_ ელექტრონიკაზე დაფუძნებული ინფორმაციული ტექნოლოგიები მეხსიერების შეუდარებელ მოცულობას, ინფორმაციული ბითის შერწყმისა და გადაცემის შეუდარებელ სისწრაფეს ფლობს. ვისაც კი  Word – პროცესორზე უმუშავია, ყველა აღიარებს, რომ სწორედ ელოექტრონული ტექსტი გვაძლევს ტექსტის უკუკავშირების, ურთიერთქმედების და გადამუშავება-- გარდაქმნის დიდ და არსებით მოქნილობას, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ თავად კომუნიკაციის პროცესს ცვლის.
Online კომუნიკაცია – შერწყმული ტექსტის მოქნილობასთან საშუალებას იძლევა განვახორციელოთ საყოველადგილო, ასინქრონული სივრცე/ დროული პროგრამირება _ ყოველივე ეს ეხება ინფორმაციულ ტექნოლოგიათა ტექნიკურ მხარეს  და ეფექტურობას.
_ რაც შეეხება სოციალურ ეფექტებს, იგი გამოიხატება იმით, რომ ინფორმაციული ტექნოლოგიების ზემოქმედების სიღრმე სოციალურ სტრუქტურაში ინფორმაციის შეღწევის ფუნქციაა. მაგალითად, მართალია წიგნის ბეჭდვამ შუა საუკუნეების ჩინეთსა და ახალი დროის ევროპაში არსებითი გავლენა იქონია საზოგადოებაზე, მაგრამ მისი ზემოქმედება მოსახლეობის თითქმის სრული გაუნათლებლობითა და წარმოების სტრუქტურებში ინფორმაციის დაბალი ინტენსივობით იყო შეზღუდული. ინდუსტრიულმა საზოგადოებამ კი იმით, რომ მოქალაქეებს მისცა განათლება და ეკონომიკაც თანადათანობით ინფორმაციისა და ცოდნის გარშემო მოაწყო, მოამზადა ნიადაგი ადამიანური აზრის გაძლიერებისათვის, როდესაც ახალი ინფორმაციული ტექნოლოგიები ხელმისაწვდომი გახდა.
_ ინფორმაციული რევოლუციისათვის ინფორმაციული ტექნოლოგია იგივეა, რაც ენერგიის ახალი წყაროები _ დაწყებული ორთქლის მანქანებით, ელექტროობით, წიაღისეული სიმდიდრეებით და თვით ატომური ენერგიით დამთავრებული _ იყო ინდუსტრიული რევოლუციისათვის, რამდენადაც ენერგიის წარმოება და განაწილება ინდუსტრიული საზოგადოების საკვანძო ელემენტი იყო.
_ მაგრამ ინფორმაციული ტექნოლოგიის არსებითი და უმნიშვნელოვანესი როლის შესახებ მტკიცებას ხშირად ურევენ იმასთან, რომ დღეს მიმდინარე რევოლუცია არსებითად დამოკიდებულია ახალ ინფორმაციასა და ცოდნაზე. ეს მართალია მხოლოდ მაშინ, როდესაც ტექნოლოგიური ცვლილებების მიმდინარე პროცესზე ვსაუბრობთ, მაგრამ ამგვარი რამ ასევე ახასიათებდა წინამორბედ ტექნოლოგიურ რევოლუციებსაც. პირველი ინუსტრიული რევოლუცია მართალია არ ემყარებოდა მეცნიერებას, მაგრამ მაინც დამყარებული იყო ინფორმაციის ფართოდ გამოყენებაზე, იყენებდა და ავითარებდა რა მანამდე არსებულ ცოდნას. მეორე ინდუსტრიული რევოლუცია განსაკუთრებით 1850 წლის შემდეგ ნამდვილად ხასიათდებოდა ინოვაციების განვითარებაში მეცნიერების გადამწყვეტი როლით. HИOKP-ის მეცნიერული ლაბორატორიები პირველად XIX-ე საუკუნის უკანასკნელ ათწლეულში გერმანიის ქიმიურ მრეწველობაში გამოჩნდნენ.
_ დღეს მიმდინარე ტექნოლოგიურ რევოლუციას ახასიათებს არა ინფორმაციისა და ცოდნის ცენტრალური როლი, არამედ  ცოდნისა და ინფორმაციის გამოყენება ისეთი ცოდნისა და მოწყობილობების გენერირებისათვის, რომლებზეც ამუშავებენ ინფორმაციებს და ახორციელებენ კომუნიკაციებს ინოვაციებსა და ინოვაციების გამოყენების მიმართულებებს შორის უკუკავშირის კუმულაციურ ყულფში. ამ დებულების კარგი ილუსტრაცია ა შემდეგი:
_ ახალი ტელეკომუნიკაციური ტექნოლოგიების გამოყენებამ უკანასკნელ ორ ათწლეულში სამი გამოკვეთილი ეტაპი გაიარა: ამოცანების ავტომატიზაცია; ექსპერიმენტირება გამოყენებაზე, გამოყენების რეკონფიგურაცია. პირველ ორ ეტაპზე ტექნოლოგიური ინფორმაციები პროგრესს განიცდიდა იმით, თუ როგორ სწავლობდნენ მათ გამოყენებას. მესამე საფეხურზე, სტადიაზე გამომყენებლები სწავბლობენ ტექნოლოგიებს, მაგრამ ამავე დროს ქმნიან მათ, ამდიდრებენ და გარდაქმნიან ქსელებს, პოულობენ გამოყენების ახალ სფეროებს. ახალი ტექნოლოგიების შემოყვანას, მის გამოყენებას და ახალ სფეროებში წინ წაწევას შორის უკუკავშირი ახალ ტექნოლოგიურ პარადიგმაში ბევრად მეტად სწრაფად მიმდინარეობს. შედეგად, ტექნოლოგიის გავრცელება უსასრულოდ აფართოებს მის ძლიერებას იმ ზომით, რა ზომითაც ეს ტექნოლოგიები აითვისება და ახლებურად განისაზღვრება მისი მომხმარებლების თუ მომსახურეთა მიერ.
_ ახალი ინფორმაციული ტექნოლოგიები უბრალოდ გამოსაყენებელი ინსტრუმენტები კი არ არიან, არამედ წარმოადგენენ პროცესებს, რომელთა შემუშავება არის საჭირო. მომხმარებელი და გამომგონებელი (შემქმნელი) ერთ პიროვნებაში შეიძლება გაერთიანდეს. მაგ. მომხმარებელმა შეიძლება ხელში ჩაიგდოს ტექნოლოგიაზე კონტროლი, როგორც ეს მოხდა ინტერნეტის შემთხვევაში (იხ. თავი V).
_ აქედან კი გამომდინარეობს მჭიდრო კავშირი სიმბოლოების შექმნისა და მანიპულირების (საზოგადოების კულტურა) სოციალურ პროცესებსა და საქონლისა და მომსახურების წარმოებისა და განაწილების უნარს (საწარმოო ძალებს) შორის.
_ პირველად კაცობრიობის ისტორიაში ადამიანის აზრი უშუალო საწარმოო ძალა გახდა და არა უბრალოდ წარმოების სისტემის გადამწყვეტი მნიშვნელობის ელემენტად დარჩა.
_ ამგვარად, კომპიუტერები, საკომუნიკაციო სისტემები, გენეტიკური დეკოდირება და პროგრამირება _ ადამიანური აზრის გაძლიერებას და გაფართოებას ემსახურება. ის, რასაც ჩვენ ვფიქრობთ და როგორადაც ვფიქრობთ გამოხატულებას საქონელს, მომსახურებასა, მატერიალურსა და ინტელექტუალურ პროდუქციაში _ იქნება ეს საკვები, ბინა, სატრანსპორტო თუ საკომუნიკაციო სისტემები, კომპიუტერები, რაკეტები, განათლება, ჯანმრთელობის დაცვა თუ გამოსახულებები _ სახეები _ პოულობს.
_ მანქანებსა და აზრებს შორის მზარდი ინტეგრაცია, დნმ-ის მექანიზმის ჩათვლით, აუქმებს და ლიკვიდაციას უკეთებს `მეოთხე განზომილებას“ (ბრიუს მაზლიში) (ესაა განხეთქილება ადამიანებსა და მანქანებს შორის). ამგვარი ინტეგრაცია კი ფუნდამენტურად ცვლის იმას, თუ როგორ ვიბადებით, ვცოცხლობთ, ვსწავლობთ, ვმუშაობთ, ვქმნით, ვაწარმოებთ, ვიბრძვით თუ ვკვდებით.
_ რასაკვირველია კულტურული და ინსტიტუციური კონტექსტები და მიზანდასახული, რაციონალური სოციალური მოქმედებები ძლიერ კავშირში იმყოფებიან, უფრო სწორად, არსებით ურთიერთქმედებაში არიან ახალ ტექნოლოგიურ სისტემებთან, მაგრამ ამ სისტემას უკვე თავისი მყარი ლოგიკა აქვს, რომელიც მასში შეტანილი მთელი ინფორმაციის საერთო ინფორმაციულ სისტემაში გადაყვანის და ასეთი ინფორმაციის პოტენციურად ყოვლისმომცველ საძიებო და გამნაწილებელ ქსელში მზარდი დანახარჯებით ჩართვის უნარით ხასიათდება.
_ კიდევ ერთი არსებითი ნიშანი, რომლითაც თანამედროვე ინფორმაციულ ტექნოლოგიური რევოლუცია განსხვავდება მისი წინამორბედებისაგან, ისაა, რომ ახალი ინფორმაციული ტექნოლოგიები ელვისებურად გავრცელდნენ მთელს მსოფლიოში სულ რაღაც 20 წლის ინტერვალით, 1970-იანი წლების შუა ხანებიდან 1990-იანი წლების შუა ხანებამდე. რითაც დემონსტრირება გაუკეთდა იმას, რასაც მ. კასტელსი ტექნოლოგიური რევოლუციის დამახასიათებელ ნიშნად თვლის: ესაა საკუთარი თავის განვითარებისათვის მის მიერვე შექმნილი ტექნოლოგიების დაუყოვნებლივი გამოყენება, რითაც მსოფლიოს ერთიან მთელად აკავშირებს. რასაკვირველია, მსოფლიოში ჯერ კიდევ რჩება დიდი სფეროები და მოსახლეობის მნიშვნელოვანი სეგმენტები. რომლებიც არ არიან ჩართული ახალ ტექნოლოგიურ სისტემაში _ სწორედ ამაში არის კიდეც ამ წიგნის ერთერთი ცენტრალური არგუმენტიც.
_ გარდა ამისა, კიდევ აღსანიშნავია ისიც, რომ ტექნოლოგიური გავრცელების სიჩქარე სელექციურია, როგორც სოციალურად, ისე ფუნქციურად. ადამიანებისათვის, ქვეყნებისა და რეგიონებისათვის ტექნოლოგიური სიმძლავრეები სხვადასხვა დროსა და ვადებში ხდება ხელმისაწვდომი _ და ამაშია _ დღევანდელ მსოფლიოსა თუ საზოგადოებაში არსებული უთანასწორობის კონკრეტულად მნიშვნელოვანი წყარო. კულტურულ და სოციალურ მიმართებებში გამოსული სფეროები განცალკევებულნი არიან, ისინი შეიძლება იმყოფებოდეს ამერიკის დიდი ქალაქების ცენტრებში, ფრანგულ მუშათა გარეუბნებში ისევე, როგორც აფრიკის ქოხებისაგან შემდგარ პატარა ქალაქებში, ჩინეთისა და ინდოეთის ღარიბ სოფლებში. მაგრამ დედამიწის დომინანტური ტერიტორიები, ფუნქციები და სოციალური ჯგუფები უკვე 1990 წლების შუა ხანებში ჩართულნი იყვნენ ახალ ტექნოლოგიურ სისტემაში, რომელმაც ფორმირება მხოლოდ 1970-იან წლებში დაიწყო.
როგორ მოხდა, რომ ეს ფუნდამენტური ტრანსფორმაცია, თუ ისტორიული მასშტაბებით გავზომავთ, ფაქტობრივად წამიერად მოხდა? და რატომ ვრცელდება იგი მთელს პლანეტაზე ამდენად დაჩქარებული, თუმცა არათანაბარი ტემპებით? რატომაა იგი _ `რევოლუცია~?  რამდენადაც ჩვენი შეხედულებები, წარმოდგენები თუ აღქმები ჩვენივე უახლესი წარსულის მეშვეობით ფორმირდება, ამდენად კითხვებზე პასუხი ადვილი იქნება თუ ჩვენ მოკლედ განვიხსენებთ ინდუსტრიული რევოლუციის ისტორიას, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს ჩვენს ინსტიტუტებში, მაშასადამე, ჩვენს აზრობრივ განწყობებში.

No comments:

Post a Comment